გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტრო (BMUB) ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, რათა ხელი შეუწყოს შესაძლებლობების განვითარებას კლიმატის ცვლილების მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც ასევე მოიცავს ხელშეწყობას, როგორც ორწლიანი განახლებადი ანგარიშის უშუალო მომზადებაზე (BUR), ასევე მისი წარდგენის თანმდევი პროცესების ხელშეწყობაზე (ICA). BMUB-ის საერთაშორისო კლიმატის ინიციატივის (IKI) პროექტს „ინფორმაციის მნიშვნელობას“ ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შემოწმების (MRV) სისტემის და სათბური აირების (GHG) ემისიის მონიტორინგის კონკრეტული საჭიროებებისა და პრიორიტეტების აღმოჩენა.
შეხვედრის მიზანია MRV სისტემის ინსტიტუციური მოწყობის საჭიროებების ზოგადი მიმოხილვა და ესტონეთის, გერმანიისა და ჩილეს კარგი პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.
პროექტი ერთდროულად საქართველოში, კოლუმბიაში, ეგვიპტესა და ვიეტმანში მიმდინარეობს და MRV სისტემისა და GHG ემისიის მონიტორინგის კონკრეტული საჭიროებებისათვის საკონსულტაციო მომსხურებას უზრუნველყოფს. ეს მომსახურება საშუალებას მისცემს გარემოს დაცვის სამინისტროს საკუთარი ანგარიშგების სისტემის შესაქმნელად ანალიზი გაუკეთოს და განსაზღვროს საჭირო პროცედურა, მეთოდოლოგია და პასუხისმგებლობები, რათა წარმატებულად შეძლოს ეროვნულ დონეზე სათბური გაზების ემისიის ანგარიშგება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციაში (UNFCCC).
მასალის გამოყენების პირობები






