iPhone+ გიორგი კვირიკაშვილს iPhone+- ის საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს
საზოგადოება - 12:23, 24 Jan, 2017     1879

“ბოლო წლების განმავლობაში iPhone+_ზე მიმდინარეობდა ძლიერი ზეწოლა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან, რაც ხელს უშლიდა ჩვენს კომპანიას განვითარებაში. ზეწოლა გამოიხატებოდა, როგორც კომპანიაზე დაკისრებული ჯარიმებში, ასევე ჩვენი ხელმძღვანელების დაკავებებში. დაკავებების შემდეგ მტკიცებულებების არ არსებობის გამო საქმე წყდებოდა, თუმცა კომპანიისთვის მიყენებული ზარალი არ უქმდებოდა”, - ნათქვამია iPhone+_ის მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირკაშვილსითვის გაგზავნილ მიმართვაში.

როგორც პრემიერისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, 9 თვის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ iPhone+_დან ამოღებულ 222 მობილურ ტელეფონს ექსპერტიზა არ ჩატარებია. iPhone+_ში განმარტავენ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, თითქოს iPhone+_დან ამოღებული ტელეფონები შესაძლოა ახალი არ ყოფილიყო iPhone+_ის იმიჯი შელახა.

“ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელებამ ზიანი მიაყენა ჩვენი კომპანიის იმიჯს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად მოხდა ჩვენს გასაკოტრებლად და ვალერიან ცერცვაძის ინტერესების გასატარებლად.

ბატონო პრემიერო, მას შემდეგ რაც წერილობით მოგმართეთ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიკითხა შპს “აიპლუსის” დირექტორი რამაზ შეყილაძე. პროკურატურას წარვუდგინეთ ყველა ფაქტი და უტყუარი მტკიცებულება ვალერიან ცერცვაძის მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენების შესახებ, მიუხედავად ამისა, ვალერიან ცერცვაძე კვლავ რჩება თანამდებობაზე”, - აღნიშნულია პრემიერისთვის გაგზავნილ მიმართვაში.

iPhone+_ის ინფორმაციით, ვალერიან ცერცვაძის მთელი ქონება, 2016 წლის მაისამდე იპოთეკით იყო დატვირთული “აიტექნიკის” სასარგებლოდ, გარდა ამისა, ვალერიან ცერცვაძის სახელმწიფო ავტომანქანა PRADO, გადაღებულია შპს “აიტექნიკის” სარეკლამო კლიპში. ასევე, ვალერიან ცერცვაძის პირადი მძღოლიც ამ კლიპშია გადაღებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42