ექსკლუზივი: ფრანგი ფოტოხელოვანი სვანური სოფლის გადარჩენას ითხოვს (ვიდეო)
საზოგადოება - 15:13, 24 Jan, 2017     27129

„დანგრეულია მრავალსაუკუნოვანი სვანური კოშკები და უძველესი საცხოვრებელი სახლები, ნადგურდება შუასაუკუნეებში აშენებული ხელოვნების ძეგლები “- ისტორიული ადიშისთვის შველას ფრანგი ფოტოხელოვანი ითხოვს...




ეს ის ადიშია, რომლის სილამაზითა და სიძველით ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის 90-იან წლებში, იტალიელი ფოტოგრაფი და მთამსვლელი ვიტორია სელა მოიხიბლა. მაშინ იტალიელმა ფოტოგრაფმა ადიშში 14 კოშკი დააფიქსირა.

დღეს ადიშს ისევ უცხოელი ფოტოგრაფი სტუმრობს. ამჯერად საფრანგეთიდან. ფრენსის პრიმერსკი ისევე როგორც საუკუნეების წინ ვიტორია სელა სვანეთის მთებში ჩაკარგულმა ულამაზესმა სოფელმა აღაფრთოვანა, თუმცა, იტალიელი ფოტოგრაფისგან განსხვავებით საოცარი ნაგებობების ნაცვლად მას დანგრეული კოშკების გადაღება უხდება.




სოფელში სკოლის შენობის აღდგენასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე თვის წინ დაიწერა, თხოვნით მიმართეს განათლების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას. სოფლის სკოლაზე ზრუნვა ელისაბედ ქალდანმა ითავა. როგორც მისგან შევიტყვეთ განათლების სამინისტროდან პასუხს დღემდე ელოდებიან.

ელისაბედ ქალდანი: „სკოლის არქონა რათქმაუნდა ძალიან დიდ პრობლემას უქმნის სოფელს და ჩვენს მომავალს. ბავშვებს არა აქვთ ზოგადი განთლების მიღების საშუალება. სკოლა 2002 წელს დაიხურა,რადგან სოფელი დაიცალა... ახლა პირიქით არის, ნელ-ნელა ემატება სოფელს ხალხი, ბევრს უნდა დაბრუნება. ბავშვებს სოფელ იფარში (მანძილი იფარამდე 11 კმ-ია) უწევთ სიარული.. ზამთარში უგზოობის გამო კვირაობით ვერ მიდიან სკოლაში...

ჩვენი მიზანია, ჩვენთან იყოს საგანმანათლებლო ცენტრი, სააზროვნო სივრცე... 3 თვის წინ ონლაინ განცხადებით მივმართეთ განათლების სამინისტროს, ჯერ არავითარი პასუხი არ ყოფილა. თუმცა, გვჯერა, რომ დაინტერესდებიან ამ საკითხით და მოგვხედავენ.

სკოლის აღდგენა - ეს მთელი სოფლის მოთხოვნაა და არა მარტო მთელი სოფლის... ეს უნდა იყოს ერის მოთხოვნაც, რადგან ჩვენს ქვეყანას დღეს ყველაზე მეტად სოფელს დაბრუნებული მოსახლეობა და განათლებული მომავალი თაობა სჭირდება“.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42