ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლები არასამთავრობოებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, ფსიქიატრიული სერვისების დახურვას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებისთვის აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება მიუღებელია:
„გვაქვს კონკრეტული ინიციატივა, როგორ უნდა მოგვარდეს ეს და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აუცილებლად პარლამენტში გავიტანთ ამ საკითხს,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პაციენტების მისაღებად და სამკურნალოდ ქვეყანაში საწოლების რაოდენობა საკმარისია.
„ახალი მეთოდოლოგია ასეთ რისკებს ამცირებს და უზრუნველყოფს თანხების სამართლიან გადანაწილებას ქრონიკული მდგომარეობის მქონე პაციენტებზე,“ - აცხადებს სოფო ჭუმბურიძე.
მასალის გამოყენების პირობები






