"მე ჩავაბარე, უფროსი კაცია და შვილივით მიხედავს-თქო "- რას აცხადებს მანდატურისგან დაფეხმძიმებული არასრულწლოვანის დედა
საზოგადოება - 11:42, 23 Jan, 2017     77337
იმერეთის ერთ-ერთ სოფელში სკოლის 40 წლის მანდატურის მიერ არასრულწლოვან მოსწავლესთან სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტზე გამოძიება 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს.
არასრულწლოვანი გოგონას ოჯახი, იმ შემთხვევაში თუ მამაკაცი, მათ შვილს ცოლად მოიყვანს, საჩივრის შეტანას არ აპირებეს. ამის შესახებ გოგონას დედამ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ისაუბრა:

„მე მინდა მშვიდობა და ის, რომ ნორმალურად მოგვარდეს ეს სიტუაცია. ბიჭი ამბობს, მოვკიდებ გოგოს ხელს და წავიყვან ცოლადო, ბავშვსაც მივხედავ, რომ გაჩნდებაო. აბა რა ქნას, მისი შვილია! თუ უარს იტყვის და ცოლად არ წაიყვანს, მერე უკვე სხვანაირად მივხედავ მაგ საქმეს. მე არ მინდა ჩხუბი და აყალმაყალი. მინდა, წყნარად გადაწყდეს ეს საკითხი. რაც მოხდა, მოხდა.

მე არაფერი ვიცოდი. 15 წლის არის ბავშვი. ეს კაცი აქვე ცხოვრობს მეზობლად და ჩავაბარე- სკოლაში რომ მიდიოდა მანქანით, გააყოლებდა ხოლმე. ვიფიქრე, უფროსი კაცია და როგორც საკუთარ შვილს, ისე მიაქცევს ყურადღებას-თქო. რა ვიცოდი, ასეთ რამეს თუ უზამდა. სექტემბრიდან ყოფილა ეს ამბავი. იმის წინა წელს არაფერი.

გაფუჭებული საქმეა და აბა, სხვაგვარად რაფერ იქნება. მაგას რა შველის სხვა. ციხეში რომ ჩავსვა, მე რა ხეირი ამით! ბავშვ ხომ უნდა მიხედვა?! პატარამ, ჯერ რომც არ დაბადებულა, რა დააშავა, ხომ სჭირდება მამა და ყურადღება,“- აცხადებს არასრულწლოვანის დედა ნინო კ.

მისი თქმით, როგორც შვლისგან აქვს ინფორმაცია არანაირი ძალადობა არ ყოფილა, ორსულობაზე კი ექიმისგან გაიგო, რომელთანაც მისი შვილი გასასინჯად მივიდა:

„მაგაზე თავის დროზე უნდა ეფიქრა. ასე თქვა, არანაირი ძალადობა არ ყოფილაო. სულ არ მიხარია რომ მაგას უნდა მივათხოვო. მაგრამ რა ვქნა, იმ პატარა ბავშვს ხომ უნდა პატრონი. დამღუპეს და დამაქციეს, მაგრამ ხელი არ დამიკარებია. ფეხმძიმე ბავშვი რომ გამელახა, აქეთ დამაჯენდნენ ციხეში“- აცხადებს ნინო კ.


წყარო "პრაიმტაიმი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42