პროკურატურა ლანჩხუთის კულტურის ცენტრის საქმიანობით დაინტერესდა
საზოგადოება - 15:29, 22 Jan, 2017     2735

როგორც ცნობილი გახდა, ლანჩხუთის კულტურის ცენტრის ფინანსური საქმიანობით პროკურატურა, ლანჩხუთის აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე დაინტერესდა.

არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი აუდიტის სამსახურმა კულტურის ცენტრში რამდენიმე სახის სერიოზული დარღვევა აღმოაჩინა.

როგორც აუდიტის სამსახურიდან ირკვევა, კულტურის ცენტრის ერთ-ერთ თანამშრომელს, პარალელური ანგარიში ჰქონდა ბანკში გახსნილი, სადც ცენტრისთვის გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრების პირადი მოხმარების მიზნით რიცხავდა. თანხის რაოდენობამ კი 2014 წლიდან მოყოლებული 15 ათასი ლარი შეადგინა.

კულტურის ცენტრისა და მთლიანად გაერთიანების ხელმძღვანელობა, მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს და პროკურატურის გადაწყვეტილებას ელოდება.

ა(ა)იპი, "კულტურის გაერთიანების" ხელმძღვანელი ადელინა კილაძე აღნიშნავს, რომ პირი, რომელიც მსგავს ფინანსურ მაქინაციებში იყო ჩართული სამსახურიდან გათავისუფლებულია, საქმეს კი პროკურატურა იძიებს: "ეს არის 2014 წელს მომხარი ამბავი, სანამ კულტურის ცენტრი გაერთიანების დაქვემდებარებაში მოექცეოდა, აქედან გამომდინარე, მე მომხდარზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. საქმეს პროკურატურა სწავლობს და დაველოდებით მის გადაწყვეტილებას".

ჩვენ დავუკავშირდით გამგეობის აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, გია ნაჭყებიას, რომელიც აცხადებს, რომ ცენტრში თანხებთან დაკავშირებით აღმოჩენილი კანონდარღვევა მხოლოდ 2014 წელს არ უკავშირდება და აღნიშნულ პიროვნებას გასულ წელსაც აღმოუჩინეს კანონთან შეუსაბამო ფინანსური გადარიცხვები: "ეს ადამიანი, რომელსაც რამდენიმე ათასი ლარი პირად ანგარიშზე ჰქონდა გადარიცხული, ახდენდა საბიუჯეტო თანხების არასწორად გამოყენებას. არაკანონიერ ქმედებებთან გვაქვს საქმე. მას გარკვეული თანხა უკვე დააბრუნებინეს უკან, რამდენიმე ათასი ლარი კიდევ არის დასაბრუნებელი. რა თანხებიც ირიცხებოდა ბიუჯეტიდან კულტურის ცენტრში, იმ თანხის განკარგვას ახდენდა ერთპიროვნულად. ეს არის კანონდარღვევა. გარდა ამისა, არაკეთილსინდისიერად ახდენდა ყოველწლიური ანგარიშების წარდგენას სამსახურიდან, სადაც საერთოდ არ იყო ნაჩვენები, თუ რაში იხარჯებოდა საბიუჯეტო თანხები. ამ საქმეს უკვე სწავლობს პროკურატურა და გარდა მისი სამსახურიდან გათავისუფლებისა, რა ზომების გატარებას ჩათვლიან საჭიროდ, ამას უნდა დაველოდოთ“ - გვითხრა ნაჭყებიამ.

რაც შეეხება კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, გია იმნაიშვილს, რომელიც ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კატეგორიულად უარყოფს მომხდარში მის თანამონაწილეობას, უფრო მეტიც, განმარტავს, რომ ბუღალტერი სამსახურის ბეჭედს მისი ნებართვის გარეშე ხშირად იყენებდა, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.


თეა იოსელიანი
"ნიუპოსტი" - გურია




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42