სურსათის ეროვნული სააგენტო რძის პროდუქტებს ამოწმებს
საზოგადოება - 10:46, 21 Jan, 2017     6993

სურსათის ეროვნული სააგენტო სარეალიზაციო ობიექტებში რძისა და რძის ნაწარმს შემოწმებას განაგრძობს. სახელმწიფო კონტროლის მიზანი „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობის დადგენაა. დადგენილი რეგულაციის მიხედვით, ნაწარმზე, რომელიც შეიცავს მცენარეულ ცხიმს, დაუშვებელია რძის ნაწარმის ან მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება.

სააგენტოს სპეციალისტები ახორციელებენ ბიზნესოპერატორების დოკუმენტურ შემოწმებას (შენახვისა და რეალიზაციის პირობები და ეტიკეტირება) და მონიტორინგს(სურსათის ნიმუშების აღება და ლაბორატორიული კვლევა).

რძის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისობის დადგენის მიზნით სააგენტომ 2016 წელს 2498 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება ჩაატარა. ეტიკეტირების წესის დარღვევისა და ვადაგასული სურსათის რეალიზაციის გამო 63 ბიზნეოპერატორი დაჯარიმდა. მონიტორინგის ფარგლებში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სარეალიზაციო ქსელში განთავსებული რძისა და რძის ნაწარმის 250 ნიმუში. აქედან 3 შემთხვევაში გამოვლინდა მცენარეული ცხიმის შემცვლელობა, ხოლო 14 ნიმუშში დაფიქსირდა ეტიკეტზე მითითებული ცხიმიანობის პროცენტის შეუსაბამობა.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ამოწმებენ ადგილობრივი და იმპორტირებული ნაწარმის შესაბამისობას რძის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან. მნიშვნელოვანია რომ ბიზნესოპერატორების და მომხმარებლის ინფორმირებულობის გაზრდის შედეგად დარღვევების რაოდენობა შემცირდა. მოვუწოდებთ მომხმარებელს აქტიურობისკენ და ვურჩევთ ყურადღებით გაეცნოს ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციას. დარღვევის გამოვლენისას კი აცნობონ სააგენტოს“-განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსმა კახა სოხაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42