20 იანვრის საჯარო სხდომაზე კომისიაში ასევე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურებისათვის დადგენილი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების, მისი უფლებამონაცვლე საწარმო სს „ენერგო პრო ჯორჯია გენერაციის“ საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებზე გავრცელების მიზნით.
აღნიშნული ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს დასრულდა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ რეორგანიზაცია, რომლის შედეგად სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამოეყო ერთი იურიდიული პირი - სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“. გამოყოფის შედეგად სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციას“ გადაეცა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ უძრავ-მოძრავი ქონების ის ნაწილი და უფლება-მოვალეობები, რაც გამოიყენებოდა ელექტროენერგიის წარმოების საქმიანობაში.
მასალის გამოყენების პირობები






