ანამარია დღენაკლული დაიბადა, თავიდან თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ სახლში გამოწერიდან რამდენიმე დღეში პატარას ფილტვი ჩაეკეტა, ჰემოგლობინი დაუვარდა და რამდენიმე კვირა რეანიმაციაში იწვა. გოგონა ორი დღის წინ გამოწერეს საავადმყოფოდან, მაგრამ ოჯახს მისთვის წამლების ყიდვის საშუალება არ აქვს.
ორგანიზაცია „დედის ხელებმა“ მათ საკვები, მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები უკვე გაუგზავნა, თუმცა ეს საკმარისი არ არის და ფონდის დამფუძნებლები ოჯახის დასახმარებლად საზოგადოებას თანადგომას სთხოვენ:
„პატარების მშობლებს დიდი ხანი შვილი არ ჰყავდათ, იმკურნალეს, ყველაფერი გაყიდეს, ყველა ღონე იხმარეს, რომ მათ სახლში ახალი სიცოცხლე დაბადებულიყო და ახლა მათი ნანატრი შვილების გაზრდა ასეთ პირობებში უწევთ. ოჯახი ფაქტობრივად მოხუცი დედამთილ-მამათილის პენსიით საზრდოობს, ბავშვების მამა სამსახურს ვერ შოულობს, დღიურად თუ იმუშავებს, ესეც დიდი ბედნიერებაა მათთვის. ძველისძველი, გაფუჭებული ტრაქტორის გამო სოციალური შემწეობაც არ აქვთ. ხელახალ გადამოწმებას ელოდებიან, მაგრამ მანამდე, როგორც უკვე გიამბეთ, მხოლოდ მოხუცების პენსიის იმედად არიან. გამგეობამ მეორადი მაცივარი და გაზის ღუმელი შეუძინა, მაგრამ ოჯახს არ აქვს სარეცხი მანქანა და 7 ადამიანის სარეცხის გარეცხვა ამ ზამთარში ყინულივით ცივ წყალში უწევთ, უამინდობის დროს მათ სახლშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ. ახალ წელს ნაძვის ხეც კი არ ჰქონდათ პატარებს..
იმდენად რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება პატარებს, რომ ხშირად ავადმყოფობენ, და რომ არა მათი გულისხმიერი მეზობლების დახმარება, წამლის ყიდვასაც ვერ შეძლებდნენ.
ნებისმიერ ჩვენგანს კარგად გვესმის რას ნისნავს შვილის ავადმყოფობა, მისი ტკივილი, შიმშილი, ალბათ მთებს შევძრავთ იმისთვის, რომ ჩვენს პირმშოს არაფერი გაუჭირდეს.. ჰოდა, დავუდგეთ მხარში 29 წლი დედიკოს, რომ გაიხაროს თავისი პატარების მოციმციმე თვალებით, მათი ბედნიერებით.
იქნებ იმდენიც შევძლოთ, რომ ამ ოჯახს სარეცხის მანქანაც შევუძინოთ, ეს მათთვის უდიდესი შეღავათი იქნება.
"... გეფიცებით, არ მეზარება ხელით რეცხვა... არც მეთაკილება... მაგრამ ამ ცივ წყალში რომ ვრეცხავ, ვცივდები და მერე ბავშვებიც მიცივდება... წამლის ყიდვა კი ძალიან მიჭირს..." ეს პატარების დედის, ირმას სიტყვებია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მის გახარებას შევძლებთ...“
ორგანიზაციამ ოჯახს საჭირო ნივთები უკვე შეუგროვა, ახლა საზოგადოებას დახმარებას და მცირედით ჩართულობას თხოვენ ჩვილბავშვიანი დედისთვის სარეცხი მანქანის შესაძენად. ფონდი ასევე თანახმაა, მეორადი სარეცხი მანქანის მიღებაზეც, „იქნებ ვინმემ გამოცვალა, ან გამოცვლას აპირებს და გაიმეტოს ამ ოჯახისთვის, ამაზე მეტ სიკეთეს მათ ვერავინ გაუკეთებს ამ მომენტისათვის“- ამბობს ორგანიზაციის დამფუძნებელი.
ოჯახის წევრების სურვილის გათვალისწინებით, ორგანიზაცია თავს იკავებს მათი გვარის დასახელებისგან, დამატებითი ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „დედის ხელების“ ადმინისტრაციას შემდეგ ნომრებზე:
593285503; 595030494; 555432913
ორგანიზაციის რეკვიზიტებია
საქ. ბანკი :
GE51BG0000000668714400
თიბისი ბანკი :
GE51BG0000000668714400
ლიბერთი ბანკი:
GE86LB0115119616889001
საიდენტიფიკაციო კოდი: 406179987 მიმღები ააიპ „დედის ხელები“
საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ანგარიშებზე, ოპერატორისა და ინტერბეტბანკის საშუალებით გადარიცხვის გარდა, შეგიძლიათ ჩარიცხოთ ამავე ბანკების აპარატების მეშვეობით: ვირჩევთ > თანხის შეტანა ანგარიშზე > იურიდიული პირი > საიდენტიფიკაციო კოდი > 406179987 > გვაჩვენებს მიმღებს _ ააიპ დედის ხელები> დანიშნულება, სადაც შეგვიძლია ავირჩიოთ ნებისმიერ გრაფას > ჩვენი სახელი და გვარი > ანგარიშის ნომერი > საქართველოს ბანკში : GE51BG0000000668714400; ხოლო თიბისი ბანკში: GE64TB7015436080100015; > დამატებითი ინფორმაცია > ქვითარი.
ლიბერთი ბანკში თანხის ჩარიცხვა ხდება მხოლოდ ბანკის ან ინტერნეტბანკის მეშვეობით.


მასალის გამოყენების პირობები






