მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივართა 1 528 941 ხმით, ფაჩულია დასავლეთის ფორვარდთა შორის, მე-2 ადგილზე გავიდა, მედიამ და კალათბურთელებმა მას მხარი არ დაუჭირეს. მედიის წარმომადგენლების გამოკითხვაში ფაჩულია მე-10 ადგილზე, ხოლო მოთამაშეების გამოკითხვაში მე-12 ადგილზე აღმოჩნდა. საბოლოოდ 6,5 ქულით, ქართველმა კაპიტანმა დასავლეთის ფორვარდებს შორის მე-6 ადგილი დაიკავა.
გამოკითხვის შედეგად შერჩეული ხუთეულები ასეთია: აღმოსავლეთი კონფერენცია - კაირი ირვინგი, დემარ დეროუზენი, ლებრონ ჯეიმსი, იანის ანდეტოკუნმპო, ჯიმი ბატლერი. დასავლეთი კონფერენცია - ჯეიმს ჰარდენი, სტეფ კარი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, ენტონი დევისი.
"ოლ სტარის" მონაწილე დანარჩენ 7-7 მოთამაშეს დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციათა ნაკრები გუნდების მწვრთნელები 26 იანვარს დაასახელებენ შესაბამისად, კიდევ არსებობს ქართველი ცენტრის "ოლ სტარზე" მოხვედრის შანსი. დასავლეთის გუნდს ზაზას უშუალო მწვრთნელი, "გოლდენ სტეიტის" თავკაცი სტივ კერი გაწვრთნის და ახლა მასზეა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა ქართველი "ოლ სტარში".
შეგახსენებთ, რომ წელს NBA-მ წესები შეცვალა და მხოლოდ გულშემატკივართა ხმები "ყველა ვარსკვლავის" წლევანდელ მატჩში მოსახვედრად საკმარისი აღარ იყო. ფანების ხმების წილი 50 პროცენტი იყო, ხოლო 25-25 პროცენტი - მედიისა და კალათბურთელების ხმების.
NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩი 19 თებერვალს ნიუ-ორლეანში გაიმართება.ა
მასალის გამოყენების პირობები