იაშვილის საავადმყოფოში მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორია გაიხსნა
საზოგადოება - 14:30, 19 Jan, 2017     5338
პირველად საქართველოში, მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმოფოში მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორია დაარსდა. ლაბორატორია გახსნა ჩეხეთის ელჩმა ტომაშ პერნიცკიმ და იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.

მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია ჩეხეთის განვითარების ფონდის დონაციით, საქველმოქმედო ორგანიზაცია-“საქართველოს ამერიკელი მეგობრები” და ს/ს თელასის მხარდაჭერით შეიქმნა,.

ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება ლეიკემიითა და ლიმფომით დაავადებული ბავშვებისათვის მოლეკულურ-გენეტიკური დიაგნოსტიკურ კვლვების ჩატარება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მკურნალობის სტანდარტებს, შესაძლებელს გახდის სამკურნალო პროტოკოლების განახლებას და პაციენტებზე ზუსტად მორგებული ქიმიოთერაპიის შერჩევას.

ლაბორატორიის იფუნქციონირებს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაციასა და მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში.

სამუშაო პროცესი წარიმართება მოტოლის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის (პრაღა, ჩეხეთი) ზედამხედველობით.

2017 წელს დაგეგმილია უცხოელი სპეციალისტების ვიზიტი და ლაბორატორიის პერსონალის ტრეინინგი მოტოლის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.

პროექტის-“ახალი გამოწვევები პედიატრიული ონკო/ჰემატოლოგიუტი დაავადებების დიაგნოსტიკაში საქართველოში’’ - ფარგლებში განხორციელდა „ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაციაციის“ მიერ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42