ღონისძიების ორგანიზატორია პლატფორმა დაიცავი თავისუფლება. მათი შეფასებით, გაუგებარია, რატომ ზრდის ხელისუფლება ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე და რატომ აყენებს ქვეყანას წამგებიან მდგომარეობაში.
"თახვის დღის პერსონაჟის მდგომარეობაში ვართ, წრეზე წავედით, ვაპროტესტებთ იმას, რასაც ვაპროტესტებდით შარშან, გაზპრომზე საქართველოს ენერგოდამოკიდებულების გაზრდას. დღეს ჩვენ ვართ ძალიან უცნაურ მდგომარეობაში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი, რომ მისთვის მომგებიანი სიტუაცია ჩვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოს და რატომღაც მაინც მიდის დათმობებზე რუსეთთან მაშინ, როდესაც რუსეთს ჩვენ მიღმა გზა არ აქვს. ირანის მილსადენი მოაქვთ მაგალითად - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ირანიდან მიიღებს სომხეთი გაზს, ესეც კი ჩვენთვის პოლიტიკურად მომგებიანი იქნება", - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი თამარ ჩერგოლეიშვილი.
კანცელარიასთან შეკრებილები, ენერგეტიკის სამინისტროსგან გაზპრომთან ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროებას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






