აქიდან თანხიდან 5 მილიონი ჰონორარია, დარჩენილი 500 ათასი ლარი კი ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო თანხა.
განკარგულების პროექტის მიხედვით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია Check in Georgia-ს პროექტის განსახორციელებლად, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 500 000 ლარს შპს ბლექ სი არენა ჯორჯიას გადაურიცხავს.
აღსანიშნავია, რომ სხვა კომპანიებს საშუალება არ მიეცათ ტენდერში მიეღოთ მონაწილეობა, ვინაიდან, ტენდერი არ გამოცხადებულა.
სოლიდური თანხა Black Sea Arena-ს გადაეცა თანხა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
რაც შეეხება სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც მრავალი წელია საქართველოში მუშაობენ როგორც ვარსკვლავების ჩამოყვანისთვის, ასევე სხვადასხვა ღონისძიებების და ფესტივალების დაგეგმისთვის, ამბობენ, რომ კარგი იქნებოდა, თუ მათაც ექნებოდათ საშუალება ამ პროცესში ჩართვის. მათი თქმით, ფასი, რომელიც წარმოდგენილია, არის საკმაოდ მაღალი და შესაძლებელი იყო გაცილებით ნაკლებ თანხაზე მოლაპარაკება.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განმარტებით, Check in Georgia-მ წინა წლებში გაამართლა და ამ თანხის გაღება Aerosmith-ის კონცერტისთვის ღირს.
„ჩვენ ვფიქორბთ, რომ Check in Georgia-მ შარშან ძალიან გაამართლა, როგორც ტურისტული ნაკადების ზრდის, ასევე ჩვენი ქვეყნის იმიჯის თვალსაზრისით. ჩვენ დავანახეთ მთელ მსოფლიოს, რომ ეს არის ქვეყანა, რომელშიც ასეთი მნიშვნელოვანი სანახაობითი ღონისძიებები ტარდება. ეს არის უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ამ დონის მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოდიან,“ - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
"ბლექ სი არენა ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ „ღონიძიება გეგმად ისახავს საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წელს განხორციელებული პროექტის „Check In Georgia“-ს მიმდინერე წელსაც გაგრძელებას, საქართველოში მსოფლოში აღიარებული ვარსკვლავური და ლეგენდად ქცეული მუსიკალური ჯგუფების, არტისტების ჩამოყვანას – კონცერტების ჩატარებას“.
კონცერტი მიმდინარე წლის 20 მაისსაა დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები






