კომპანია "თელასის" ცნობით ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება 18 იანვარს დროებით შეეზღუდება.
დიდუბის და საბურთალოს რაიონები
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების და ჯორჯ ბალანჩივაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრიწის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის, კალანდაძის, ბერძნის, ორთაჭალის, წინანაურის და მელქაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






