საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებით, გულშემატკივართა მიერ გამოგზავნილი ყოველი SMS-იდან (მოკლე ტექსტური შეტყობინებიდან) შემოსული თანხა ჩაირიცხება დიმიტრი ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით ამ სახით თანხა ისევ საზოგადოებას უბრუნებს „დაუმესიჯე შენს ფავორიტს - ხმა მიეცი სიკეთეს!“- აღნიშნულია საზმაუს მიმართვაში.
თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე, ევროვიზიის ეროვნულ ფინალზე მაყურებლის წინაშე 25 კონკურსანტი წარდგება. ხმის მიცემის პროცედურა მხოლოდ 15 წუთს გაგრძელდება, მას შემდეგ რაც ყველა კონკურსანტი წარდგება მაყურებლის წინაშე.
ფინალურ კონცერტზე ეროვნული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება, რომელიც საქართველოს წარადგენს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, კიევში.
2017 წელს საქართველო ევროფესტივალზე მეათედ წარადგენს კონკურსანტს, რომელიც 42 მონაწილესთან ერთად წარდგება ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე.
მასალის გამოყენების პირობები






