ბაკურციხე-წნორის გზა 16 კილომეტრიანი, ხოლო გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზა 30 კილომეტრიანი მონაკვეთია.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 9 თვეში, ბაკურციხე-წნორის გზისა და გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, წინასწარი პროექტირების, გარემოს და სოციალური ზემოქმედების შეფასების დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს. ასევე, უნდა მოამზადოს სატენდერო დოკუმენტაცია აღნიშნული გზების პროექტირება-მშენებლობისთვის. ჩამოთვლილი დოკუმენტების მოსამზადებლად, მხოლოდ იმ 3 კომპანიის ფინანსური წინადადებები გაიხსნა, რომლებმაც ტენდერში, მინიმალური საკვალიფიკაციო-ტექნიკური ქულა გადალახეს. აღნიშნული დოკუმენტების მომზადებას, მსოფლიო ბანკი აფინანსებს.
ბაკურციხე-წნორისა და გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის, კერძოდ სივრცითი განვითარების ნაწილია. სივრცითი მოწყობის ფარგლებში, არსებული საავტომობილო გზები, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი, აშენდება ახალი გზები და შეიკვრება ერთიანი ჩონჩხი, რითაც ყველა რეგიონში თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი აუცილებელი პირველადი ინფრასტრუქტურა.
მასალის გამოყენების პირობები






