როგორც NBA-ს ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ხმის მიცემის შედეგები 19 იანვარს გამოაქვეყნდება, ხოლო საბოლოო შედეგები კი 26 იანვარს გახდება ცნობილი.
გასული წლისგან განსხვავებით, ამჯერად "ყველა ვარსკვლავის" მატჩისთვის მოთამაშეებს გულშემატკივრების(50%) გარდა, კალათბურთელები(25%) და მედიის წარმომადგენლებიც(25%) აირჩევენ.
All Star 19 თებერვალს ნიუ ორლეანში გაიმართება.
გამოკითხვის მეორე შუალდერი შედგების თანახმად , საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი და Golden State Warriors-ის კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, კვლავ მეორე ადგილზე იმყოფებოდა.
ფაჩულიამ დასავლეთ კონფერენციის მაღლებში 823 376 ხმა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილს კვლავ ინარჩუნებს მისივე თანაგუნდელი კევინ დურანტი 987 479 ხმით.
ზაზა ფაჩულიას ჩამორჩებიან კავაი ლეონარდი (630 766 ), ენტონი დევისი (567 201) და სხვები.
მასალის გამოყენების პირობები