სხდომის დაწყებისას მოსამართლემ ბრალდებულებს ჰკითხა, ცნობდნენ თუ არა ისინი თავს დამნაშავედ, გოგონა, რომელსაც დედის განზრახ მკვლელობა ბრალდება თავს დამნაშავედ ცნობს, რაც შეეხება მის მეგობარ მამაკაცს, რომელსაც მართლმსაჯულება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ადამიანის ორგანოს სხვა მიზნით გამოყენება სედავება, იგი აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს.
„თავს ნაწილობრივ ვცნობ უდანაშაულოდ, ვაკონკრეტებ, ცოცხალი ადამიანის სხეულის ორგანოების გამოყენების მიზნით არ მომხდარა მისი მკვლელობა, დანაწევრება მოხდა იმ მიზნით, რომ პრაქტიკული ყოფილიყო ცხედრის გადაადგილება და არც რიტუალური მიზანი ამ მკვლელობას არ ჰქონია. ეს არ ყოფილა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა. ამიტომ, ამ დამამძიმებელ გარემოებებს არ ვეთანხმები“, - ნათქვამია ბრალდებულის ჩვენებაში.
პროკურორი აცხადებს, რომ ყველა იმ გაჟღერებულ ბრალდებაზე, რომელიც საზოგადოებამ ბოლო თვეების განმავლობაში მოისმინა, შესაბამისი მტკიცებულებები გააჩნიათ.
„საქმის გარემოებებთან დაკავშრებით, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ბრალი ედებათ დამამძიმებელ გარემობებეში განზრახ მკვლელობაში, 109-ე მუხლით და არის ნაფიც მსაჯულთა განსჯადი, ფიზიკურად ვერ ვისაუბრებ“, - აცხადებს პროკურორი.
ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა დეტალური ინფორმაცია მანამდე არ იცოდა, სანამ პოლიციის განყოფილებაში არ მიიყვანეს, გამოძიება კი მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება:
„არიან თანაკლასელები, ერთ-ერთი შეხვედრის დროს შესთავაზა ერთმა მეორეს, რომ მიეპატიჟებინა სახლში, ასე მოხდა მესამე მანდილოსანთან შეხვედრა და გაცნობა, რა დროსაც მან მოისმინა რაღაც საუბარი, რომ ჰყავდა „ტრუპი“, რა „ტრუპი“ იყო, რომ ეს იყო ერთ-ერთის დედის „ტრუპი“. 3 თუ 5 დღეში დააკავეს დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო, ეს არის მთელი არსი ამ საქმის. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა სხვა ინფორმაცია გაიგო მას შემდეგ, რაც დააკავეს და მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და გახდა ცუდად“, - აცხადებს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი.
მასალის გამოყენების პირობები






