"საპირფარეშოს პრობლემა 900 სკოლაში მაქვს"- მინისტრი არაჰიგიენურ და არასათანადო სტანდარტებზე ალაპარაკდა
საზოგადოება - 14:25, 16 Jan, 2017     4634
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ სასწავლო დაწესებულებებში სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემებია და ყველა სკოლაში, ყველანაირი სახის პრობლემის მოგვარებას ჯამში 4 მილიარდზე მეტი სჭირდება:

"სამწუხაროდ, ძალიან კარგი შედეგებით ვერ დავიკვეხნით. მრავალი წლის განმავლობაში, სკოლების ინფრასტრუქტურას სათანადოდ ვერ მიეხედა. წელს ჩვენ ვგეგმავთ ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის სტანდარტებისა და გეგმების დანერგვას. სპეციალური რესურსი გვექნება გამოყოფილი, რომ სკოლები, რომლებიც კარგადაა გაკეთებული, აღარ გაფუჭდეს და გზადაგზა მიეხედოს. საქართველოში, 2100-მდე სკოლა და 3000-მდე შენობაა. სულ რომ არაფერი იყოს გასაკეთებელი ასეთი 20 სკოლაა. ჩვენც შევეცდებით, რაც გაკეთდება, აღარ გაფუჭდეს.
ამერიკელები გვეხმარებიან რეგიონებში და 100 სკოლას აკეთებენ. იმედი მაქვს, 2-3 წელიწადში 200 სოფლის სკოლას თანამედროვესა და ევროპული სტანდსარტების შესაბამისს გავხდით. სულ არის 3000 შენობა, მაინც ძალიან ცოტაა. 900 სკოლაში საპირფარეშოს პრობლემა მაქვს. ფიზკულტურის დარბაზი, რომ ავუშენო იმ სკოლას, რომელსაც არ აქვს დარბაზი, 500 მილიონი ლარი მჭირდება. მთლიანად 4-ნახევარი მილიარდი უნდა, რომ პრობლემები თავიდან ბოლომდე მოგვარდეს და მილიარდ ნახევარი გინდა, რომ შეინარჩუნო. შედარებისთვის, სამინისტროს ბიუჯეტი მილიარდზე ოდნავ მეტია"- აცხადებს ჯეჯელავა "პტაიმ თაიმთან" ინტერვიუში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42