გიორგი კვირიკაშვილმა 103-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალ, თანამედროვე სკოლაში სწავლის გაგრძელება მიულოცა. მისი თქმით, სკოლა მთლიანად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებზე, სადაც ყველას შეეძლება სრულფასოვანი განათლების მიღება.
“გილოცავთ ახალი სკოლის გახსნას, ვულოცავ პედაგოგებს - ჩვენთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანებს, ვულოცავ მშობლებს! ეს არის ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სკოლა და მიხარია, რომ მას დღეს თქვენთან ერთად ვხსნი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს სკოლა არის მთლიანად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვის. ვფიქრობთ, ყველა ცივილიზებული საზოგადოებისთვის აუცილებელია, წავშალოთ ზღვარი და ყველას შეეძლოს მიიღოს თანამედროვე განათლება და თავიდანვე იყოს ინტეგრირებული საზოგადოებაში“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები