ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს გამართავს
კულტურა - 14:42, 15 Jan, 2017     1751

2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, 16-18 იანვარს, თბილისს ოფიციალური ვიზიტით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი, ვიცე-პრეზიდენტი ტობიას ვოსი და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ხელმძღვანელი სიმონე ბიულერი ესტუმრებიან.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი რანგის შეხვედრები. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი ქართულ მხარესთან 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის წარდგენის მოსამზადებელ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავს.

ასევე დაგეგმილია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტისა და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ხელმძღვანელის სამუშაო შეხვედრები ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან და საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის კულტურული პროგრამის მენეჯერებთან. შეხვედრებზე ქართული ლიტერატურული და კულტურული პროგრამის დაგეგმვა-განხორციელების დეტალებს განიხილავენ. ასევე საუბარი შეეხება 2017 წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოსთვის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ოფიციალური ცერემონიის საორგანიზაციო საკითხებს. საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსს საქართველოს საფრანგეთი გადასცემს.

ვიზიტის ფარგლებში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორს იურგენ ბოსს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელი საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად არის გამოცხადებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42