თბილისში ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა
საზოგადოება - 17:34, 14 Jan, 2017     7325

თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის წინ, ლეგენდარული ქართველი მსახიობის, ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა. ქანდაკება საზეიმოდ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თავის მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ნატო ვაჩნაძის შთამომავლები ელდარ და ნიკუშა შენგელაიები და ქართული კინოსა და თეატრის გამოჩენილი რეჟისორები და მსახიობები ესწრებოდნენ.

თბილისის მერმა ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქართული კინოს განვითარებაში ნატო ვაჩნაძის მიერ შეტანილ უდიდეს წვლილზე ისაუბრა.

„ნატო ვაჩნაძეს ქართული კინოს განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ნიშნად მისი დიდი ღვაწლის დაფასებისა, დღეს, ძველი კინოსტუდიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნატო ვაჩნაძის ძეგლი გავხსენით. ეს ადგილი შეირჩა იმიტომ, რომ მისი შემოქმედების დიდი ნაწილი სწორედ აქ შედგა. დღეს აქ ძალიან ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი, რადგან ნატო ვაჩნაძე ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული მსახიობი იყო, რომელიც, მიუხედავად იმ პერიოდის სირთულეებისა, თავისი მსახიობური ნიჭით არამარტო ჩვენს, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც იყო ცნობილი“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ყველა დროის ულამაზეს ქართველ მსახიობ ქალად აღიარებული ნატო ვაჩნაძის ძეგლის ავტორი მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეა.

ნატო ვაჩნაძე 1904 წლის 14 ივნისს პოლონეთში, ვარშავაში დაიბადა. 1910 წელს კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. 1920-1930 წლებში იგი საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი გახლდათ. ნატო ვაჩნაძე იმდროინდელმა სახელგანთქმულმა რეჟისორმა ამო ბეკ-ნაზაროვმა აღმოაჩინა. მსახიობმა პირველი როლი „არსენა ყაჩაღში“ შეასრულა. ქართული კინოს ლეგენდა არაჩვეულებრივი გარეგნობითა და არტისტულობით გამოირჩეოდა.

ნატო ვაჩნაძე 1953 წლის 14 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. იგი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42