სადაო მშენებლობა - სუხიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს
საზოგადოება - 15:44, 14 Jan, 2017     1978
ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩის მცხოვრებლები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივებმა დღეს აქცია გამართეს და აღნიშნეს, რომ კერძო პირი კორპუსს რეკრეაციულ ზონაში აშენებს.
სუხიშვილის ქუჩის მცხოვრებლები არ გამორიცხავენ, რომ შემდეგი აქცია თბილისის მერიასთან გამართონ.
"მერიამ გასცა ნებართვა მშენებლობაზე. კორპუსი ფაქტობრივად რეკრეაციულ ზონაში შენდება, თუმცა მერიაში დაგვიმტკიცეს, რომ ამ ზონას რეკრეაციული ზონის სტატუსი არ გააჩნია. ჩვენ გვინდა საჯარო სივრცე, გამწვანების ზოლი, რომელიც აქ იყო. თბილისის მერიის მისამართით გვაქვს მესიჯი, რომ დაუბრუნოს ამ ადგილს საჯარო ადგილის სტატუსი, გამწვანების ზონის სტატუსი. რაღაც არაკაპიტალური შენობა იდგა, იმის გამო მიანიჭეს სამშენებლო კოეფიციენტი, რეალურად ეს არის სკვერის ნაწილი”, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

მოსახლეობის განცხადებით არჩევნებამდე ინვესტორისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზებაზე იყო საუბარი, თუმცა არჩევნების შემდეგ არაფერი შეცვლილა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის ლევან კაპანაძის თქმით, მშენებელს იურიდიულად ყველანაირი საბუთი აქვს, მიწა მისია, პროექტი, ყველაფერი დაკანონებული აქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42