"ვემიჯნებით გაუბედურებული ოჯახის შეურცხყოფას" - "დედების ფონდი" ანასტასია ზაალიშვილის დაფინანსებაზე
საზოგადოება - 16:34, 12 Jan, 2017     20940

ანასტასია ზაალიშვილის გარდაცვალების შემდეგ წამოჭრილ დავასთან და გაუგებრობასთან დაკავშირებით "დედების ფონდი" განცხადებას ავრცელებს.

"ნიუპოსტი" ფონდის განცხადებას დოკუმენტაციასთან ერთად უცვლელად გთავაზობთ:

„ალიან დიდი ხანი ვიკავებდით თავს, რომ რაიმე კომენტარი გაგვეკეთებინა ანასტასია ზაალიშვილის ოჯახის თემასთან დაკავშირებით, თუმცა ვთვლით, რომ მთელი საქართველოსა და ემიგრანტების წინაშე ჩვენი მხრიდან ეს სწორი საქციელი არ იქნებოდა.

მოგეხსენებათ, პატარა ანასტასიას ამბავი ჩვენგან 7 დეკემბერს გაიგეთ. პირველად სწორედ ამ დღეს დაიდო ინფორმაცია მისი ვერაგი დაავადების და სიმძიმის შესახებ. შემდეგ იყო ვიდეოები, ყოველდღიური სტუმრობა იაშვილის კლინიკაში, მასზე და ოჯახზე ზრუნვა, გვერდში დგომა, ცრემლის ცრემლად გაზიარება, ხოლო სიხარულის სიხარულად.

ოჯახი ძალიან განადგურებული და დაბნეული იყო, რადგან ბავშვს მართლაც, რომ ურთულესი ფორმის სიმსივნე ჰქონდა თავის ტვინში.

დედების ფონდმა პირობა მისცა ოჯახს, რომ ბოლომდე იზრუნებდნენ მათზე და ეს პირობა პირნათლად შევასრულეთ.

ძალიან რთულია, ყოველ დღე უყურებდე შენი შვილის ასაკის ბავშვს, როგორ იტანჯება, როგორ სტკივა და სახლში მოსულს შენს შვილს მოეფერო.

ეს დანაშაულის გრძნობა არ ასვენებდა ჩვენს გოგოებს, რომელთაც არ გაგიკვირდებათ, ალბათ, საკუთარი ოჯახები ჰყავთ და საკუთარი შვილები. ამას მხოლოდ იმიტომ ვწერთ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, სურვილი იმისა, რომ ანასტასიას და მისი ოჯახის გვერდით ყოფილიყვნენ, იყო უზარმაზარი.

ანასტასია მთელმა საქართველომ შვილივით შეიყვარა. ის ნამდვილად საოცარი და გამორჩეული იყო.

გავიმეორებთ, რომ ძალიან დაბნეულნი იყვნენ მშობლები, ამიტომ მაქსიმალურად დავეხმარეთ მათ. მოვაწყეთ აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, შევაწუხეთ სოლიდარობის ფონდიც, რომლებიც საქართველოში დაფრენის ბოლო წუთამდე ოჯახის გვერდით იყო. მოვახერხეთ იმდენი, რომ ბავშვის უცხოეთში გადაყვანა და მკურნალობა დაფნანსდა.

სამწუხაროდ, ალბათ ისევ არასწორი კომუნიკაციის გამო ჩვენმა ფონდმა გაფრენის ბოლო წუთამდე არ იცოდა თუ რა, რამდენით და როგორ ფინანსდებოდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სოლიდარობის ფონდი სრულად აფინანსებდ ბავშვს, ხოლო ადგილზე მისულებს სულ სხვა სურათი გვხვდებოდა.

ამ გარემოებების გათვალისწინებით გადაწყდა ის, რომ ანასტასია ზაალიშვილის სახელზე შემოსული თანხა გადასცემოდა ოჯახს.

ბავშვის სახელზე შემოსული იყო 125 000 ლარი. ბავშვის ბაბუის, არჩილ ზაალიშვილის, ანგარიშზე გადარიცხული იქნა „საქართველოს ბანკის“ ანგარიშიდან 20 000ლარი, ხოლო „თი-ბი-სი“ ბანკის ანგარიშიდან 105 000 ლარის გადარიცხვა რომ იგეგმებოდა ბავშვის მამა დაგვიკავშირდა დაგვთხოვა, რომ გარკვეული თანხა დარჩენილიყო ჩვენს ანგარიშზე, რადგან არ იცოდნენ რა ელოდათ წინ და თანხა საჭირო გახდებოდა ასევე მომავალი რეაბილიტაციისთვისაც. სწორედ ამ მიზეზით, თანხა 91 000 ლარის ოდენობით გადაერიცხა ისევ ბატონ არჩილს.

ბავშვი რომ გადააფრინეს და დაიწყო მკურნალობა, მაშინღა მივიღეთ პასუხი ოჯახისგან, რომ საბედნიეროდ სოლიდარობის ფონდი აფინანსებდა (რეალურად ეს გაფრენამდეც ასე იყო, თუმცა როგორც ვიცით ოჯახს ფორმალობები ძალიან თრგუნავდა და ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამდნენ).

გაფრენამდე ქეთის, ბავშვის დედას, ხელზეც გადავეცით ემიგრანტების გზავნილები.

ოაჯხს მთლიანობაში გადაეცა 111 000 ლარი. დანარჩენი 14 000 ლარი, რომელიც მათივე თხოვნით ჩვენს ანგარიშზე დარჩა, გაიყინა. როგროც კი ცნობილი გახდა სოლიდარობის ფონდის 100%-იანი დაფინანსების შესახებ, შემდეგ კი ბავშვის ამბავი ასეთი სამწუხარო შედეგით დასრულდა, ეს თანხა ავტომატურად გამოყენებადი გახდა ფონდის საქმიანობისთვის სხვა ბენეფიციარების დასაფინანსებლად.

რაც შეეხება საქველმოქმედო ნომერზე შემოსულ თანხას, ის ჯერ კიდევ არ დარიცხულა ჩვენს ანგარიშზე და თუკი ვინმეს გქონიათ ამ ნომრებთან შეხება, გეცოდინებათ, რომ დარეკვისას თანხა ეგრევე ფონდის ანგარიშზე არ მიდის, ამას სჭირდება სრული ერთი თვე, რომ წინა თვის მონაცემები აისახოს საბანკო ანგარიშებზე.

ბოდიში გვინდა მოვუხადოთ იმ კეთილ ხალხს, რომლებმაც შვილებს მართლაც, რომ ლუკმა გამოაცალეს და სხვისი შვილის სიცოცხლის სადარაჯოზე დადგნენ. ბოდიში ჩვენი ზედმეტი ემოციებისთვის, ბოდიში ჩვენი ზედმეტი თავგანწირვისთვის, ბოდიში ჩვენი ზედმეტად მინდობისთვის და თქვენი თანხების ემოციურ ფონზე მართვისთვის.

ვეთანხმებით შენიშვნას, რომ თანხა კლინიკაში უნდა გადაირიცხოს, თუმცა ვიმეორებთ, ძნელია იცხოვრო ადამიანთან 1 თვე, გქონდეს უზარმაზარი ამაგი მასზე და მის შვილზე და თან განჭვრიტო მომავალი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბაშვი ხელიდან გეცლება და შენ ხელწერილებსა და ხელშეკრულებებზე უნდა იფიქრო. გვერწმუნეთ, ჩვენ იქ ვიდექით, როდესაც ანასტასია კრუნჩხვებში ვარდებოდა, ვუყურებდით, როგორ „გადაჰქონდათ“ ექიმებს მისი მოდუნებული სხეული ერთი საკაციდან მეორეზე. ჩვენ ამ ყველაფერს ვუყურეთ და მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ 1 წამიც არ დაკარგულიყო ზედმეტად.

ჩვენ არ გსურს, რომ რაიმე პოლემიკაში შევიდეთ გამწარებულ ოჯახთან.

ჩვენი ქეთისთან სტუმრობის დღეს თანხის დაბრუნებაზე არც კი იყო საუბარი, უფრო მეტიც, ჩვენთან ერთად ის თავად დაეძებდა ჩვენს ერთერთ ბენეფიციარს, რომელსაც გარკვეული თანხა აკლდებოდა და დაფინასნების სურვილი გამოთქვა. ჩვენი მიზანი არ იყო ის, რომ თანხა ხელიდან წაგვეგლიჯა, ჩვენ გვსურდა დარწმუნებულნი ვყოფილიყავით, რომ შემოწირულობა სწორად იქნებოდა გადანაწილებული სასიკეთო და საქველმოქმედო საქმიანობისთვის.

არ ვადასტურებთ არცერთ ბრალდებას, რომ ჩვენ მათ თანხის დაბრუნებას ვაიძულებდით და ვემუქრებოდით (მიუხედავად ჩვენი ერთგული საზოგადოების უმკაცრესი მოთხოვნისა), ვემიჯნებით ყველანაირ ლანძღვასა და სახალხოდ გაუბედურებული ოჯახის შეურაცხყოფას.

მხოლოდ გვსურდა ინფორმირებულნი ყოფილიყავით თუ სად და როგორ გადანაწილდა თანხები და არ ყოფილიყო არანაირი ეჭვი, რომ ერთი თეთრიც კი არაკეთილსინდირიერად იყო გამოყენებული.

მხოლოდ ეს დატვირთვა აქვს ამ პოსტს.

სწორედ ამიტომ დღეს ჩვენს ფონდს ხელთ აქვს ამონაწერები, სადაც ჩანს ნათლად, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც იმ მომენტში ოჯახი საჭიროებდა დახმარებას.

ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს შეუძლია გვესტუმროს და თავად გაეცნოს დოკუმენტების სრულ ნუსხას, თითოეულ ტრანზაქციას და თითოეულ გადარიცხვის დოკუმენტს. სიამოვნებით დავსხდებით ნებისმიერ თქვენგანთან ერთად და თქვენთვის ყველა საეჭვო კითხვაზე პასუხს გაგცემთ.

ჩვენ ძალიან დათრგუნულები და დამწუხრებულები ვართ ანასტასიას დაკარგვის გამო და გთხოვთ, ყველას, ფონდის გულშემატკივრებსა თუ ეჭვის თვალით მაყურებლებს, თავი შევიკავოთ ერთმანეთის, ერთი ან მეორე მხარის ლანძღვა-წყევლისგან, ეს ჩვენი პატარა გოგოს სულს ამძიმებს და ხელს უშლის ძალიან.

ტასო, შვილო, უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი. მან იცის, ჩვენ როგორ ძალიან გვიყვარდი და გგულშემატკივრობდით და ეს სავსებით საკმარისია,“ - ნათქვამია დედების ფონდის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42