დავით დეფის უახლესი, ისტორიულ-დეტექტიური რომანი "გვირგვინოსანი" თქვენს წინაშე, საქართველოს ყველა დროის უდიდეს საიდუმლოს წარმოაჩენს - თუ ვინ არის რუსთველი, ვინ არის გენიალური "ვეფხისტყაოსანი"-ს ავტორი და რა მოხდა ორბელების აჯანყებისას მეთორმეტე საუკუნის საქართველოში. მეფე გიორგიმ სამეფო ტახტი როგორ ჩაიგდო და თავისი ასული თამარი, თანამოსაყდრედ რა ვითარებაში გამოაცხადა.
რომანის მთავარი გმირია დემნა ბატონიშვილი - ტახტის კანონიერი მემკვიდრე. წიგნიც მთლიანად მის გარშემოა აგებული. თქვენს თვალწინ საქართველოს სამეფო ისტორიული სურათებით ცოცხლდება და არა მარტო საქართველო, არამედ მთელი იმდროინდელი სამყარო - იერუსალიმი და შირვანი, სპარსეთი და ქალაქი ანისი და ბაღდადი, თავისი გმირებითა და ანტიგმირებით, სულთნებითა და მეფეებით, ქარავნებითა თუ რაინდებით და ასასინთა საძმოებით, სამი მოგვი მეფის მისტიური გამოჩენით, რომლებიც მთავარი გმირის დემნა უფლისწულის მეგობრები ხდებიან და მასთან ერთად იკვლევენ დემნას მამის, მეფე დავითის მკვლელობის ამბავს.
ასეთი რომანი საქართველოში დიდი ხანია არ დაწერილა და ის იმდენად სავსეა მოულოდნელობებითა და სიუჟეტის ლაბირინთული წყობით, ღრმა ფსიქოლოგიური დიალოგებითა და დიდებული განცდებით, ბატალური სცენებითა თუ ღია და გულახდილი სასიყვარულო ვნებებით, თხრობის ტემპიც იმდენად თავბრუდამხვევი და ვიზუალისტურია, მკითხველი თვალს ვერ მოწყვეტს, სანამ წიგნის კითხვას ბოლომდე არ მორჩება.
ეს უახლესი ნაშრომია ისტორიასა და მის საიდუმლოზე, ერთგულებასა და ღალატზე, თავგანწირვასა და ბედისწერაზე, რომელიც ახალგაზრდა გვირგვინოსანის, დემეტრე დემნა ბატონიშვილის მისტიურ სახებას, საიდუმლოთა მტვერის საფარველში, ერთი შეხედვით სამუდამოდ მალავს, მაგრამ დემნამაც და მისმა მეგობრებმაც იციან - არ არსებობს საიდუმლო რომ არ გაცხადდეს და მათ სწორედაც სახარებისეული სიტყვები აიმედებთ...
რომანი გამოსცა გამომცემლობამ "შემეცნება" სერია - ცა
მასალის გამოყენების პირობები