სისხლიანი ანგარიშსწორება საბურთალოზე - ვინ და რატომ დაჭრა პრეზიდენტის სიძე?
კრიმინალი - 11:51, 12 Jan, 2017     39759
პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი მიხეილ თათრიშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოს 3-4 დღეში დატოვებენ.

როგორც დაშავებულების მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ კვაჭაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დრისთვის ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მედიკოსის ინფორმაციით, პრეზიდენტის სიძესთან და მის მეგობართან სამართალდამცველები ჯერ არ მისულან.

მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი გუშინ გვიან ღამით ბალანჩივაძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

გოგოჭურს ცეცლნასროლი ჭრილობა ფეხის არეში აღენიშნება, მისი მეგობარი კი მხარშია დაჭრილი.

შემთხვევის თვითმხილველთა თქმით, ადგილზე რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

როგორც ირკვევა, გოგოჭურის მეგობარი მიხეილ თათრიშვილი ბალანჩივაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობს.

არაოფიციალური ინფორმაციით, დაჭრას წინ, დაპირისპირება უძღოდა.

"სროლის ხმა საღამოს დაახლოებით 21:00 საათზე გავიგეთ, ზედიზედ რამდენჯერმე გაისროლეს. თავიდან ეს ხმა სადღესასწაულო ფოიერვერკებს მივამსგავსე აღმოჩნდა რომ ადამიანი დაჭრეს"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სროლის შედეგად შემთხვევის ადგილზე მდგარი ავტომობილები დაზიანდა. მათი მფლობელები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

"ადგილზე პოლიცია მუშაობდა, ერთადერთი რაც გვითხრეს იყო ის რომ ტყვია მანქანასაც მოხვდა. იმედია კონპენსაცია იქნება. როგორც ვიცი პრეზიდენტის სიძე თვითონ დაზარალებულია, შესაბამისად, ვინც ესროდა პრეტენზიაც მისი მისამართით გვექნება"- აღნიშნა ერთ-ერთი ავტომობილის მფლობელმა.

"ორივე პაციენტის მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორივე მათგანს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეთ. პალატაში იმყოფებიან და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. საფრთხე არც ერთის სიცოცხლეს არ ემუქრება"- აღნიშნა მკურნალმა ექიმმა.

თუ რა მდგომარეობაში შეიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში პრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი ნიკოლოზ კვაჭაძემ ამის შესახებ კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპით, განცხადება არ გააკეთა.

"სტანდარტულად უტარდებათ მკურნალობა, სამართალდამცავები ჯერ-ჯერობით არ მოსულან"- აცხადებს მედიკოსი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის სიძისა და მისი მეგობრის დაჭრის საქმეზე შს სამინისტროს არავინ დაუკავებია.

უცნობია სისხლიანი დაპირისპირების მოტივი და მიზეზიც.

როგორც "ნიუპოსტს" შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42