„ენერგო-პრო ჯორჯიას“ რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა
საზოგადოება - 11:47, 12 Jan, 2017     2218
წარმატებით დასრულდა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ რეორგანიზაცია, რომლის შედეგად სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამოეყო იურიდიული პირი - სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“, რომელიც აერთიანებს კომპანიის გენერაციის ობიექტებს, ხოლო სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ განაგრძობს ელექტრეოენერგიის განაწილების ლიცენზიით განსაზღვრულ საქმიანობას, შესაბამისი სადისტრიბუციო აქტივების ფლობას და ექსპლუატაციას.


აღნიშნული რეორგანიზაციის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი გახდა მომავალი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა განხორციელებაც გამოწვეულია, საქართველოს ენერგეტიკული თანამეგობრობის გაერთიანებაში გაწევრიანებით. კერძოდ - ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს მიერ ელექტროენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის მიზნით, დამტკიცებულია 2009/72/EC დირექტივა, რომელიც განსაზღვრავს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდების საერთო წესებს და აღნიშნული სალიცენზიო საქმიანობების იურიდიულ გამიჯვნას.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ წარმოადგენს ჩეხური „ენერგო-პრო ჯგუფის“ შვილობილ კომპანიას, რომელსაც აქვს გამოცდილება ევროკავშირის ქვეყნებში მსგავსი კანონმდებლობით რეგულირებული საქმიანობის, ჯგუფმა გამოიყენა აღნიშნული გამოცდილება და წინსწრებით დაასრულა რეორგანიზაციის პირველი ფაზა. რაც შეეხება მომდევნო ცვლილებებს „ენერგო-პრო ჯგუფი“ მიესალმება ევრორეგულაციებისადმი საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, ერთგვაროვანი მიდგომის პრინციპზე დაფუძნებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ბაზრის ლიბერალიზაციას და კონკურენციის ზრდას, რაც თავის მხრივ გარანტირებულად გამოიწვევს აბონენტთა მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას და რეალურად მიახლოებას ევროპულ ხარისხთან.

ხაზგასასმელია, რომ უკვე განხორციელებული და სამომავლო რეფორმები არ გამოიწვევს არსებით ცვლილებებს, ენერგო-პრო ჯგუფში შემავალი კომპანიების ყოველდღიურ საქმიანობაში, სრულად იქნება შენარჩუნებული არსებული ადამიანური და ტექნიკური რესურსები, რაც აუცილებელია კომპანიის ეფექტური საქმიანობისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42