"ხელების და ფეხების დამტვრევით დამემუქრნენ" - მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამართალდამცავთა მხრიდან მუქარაზე საუბრობს
საზოგადოება - 17:41, 11 Jan, 2017     23233
ერთ-ერთი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამართალდამცველების მხრიდან უკანონო დაკავებაზე საუბრობს.


"გირო კრედიტის" ხელმძღვანელი გიორგი გუგუმბერიძე აცხადებს, რომ პოლიცია მას ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

"ხელების და ფეხების დამტვრევით დამემუქრნენ, გამომიცხადეს, რომ ვარ დაკავებული,"- განაცხადა გუგუმბერიძემ სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" ოფისში გაიმართა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, გირო კრედიტის ხელმძღვანელის, გიორგი გუგუმბერიძისგან პოლიცია ითხოვდა ვიდეოჩანაწერების მიწოდებას სასამართლო ბრძანებისა და პროკურორის დადგენილების გარეშე, უკანონოდ ითხოვდა.

გუგუმბერიძის უარის შემდეგ კი ის საკუთარ სახლში ადმინისტრაციული წესით დააკავეს, წაიყვანეს პოლიციაში და როგორც თავად აცხადებს, პოლიციის უფროსმა საკუთარ კაბინეტში მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

GDI ბიზნესმენის გიორგი გუგუმბერიძის უკანონო დაკავებისა და პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტზე პროკურატურისგან დაუყოვნებელი გამოძიების დაწყებას ითხოვს.

"2017 წლის 09 იანვარს,23:55 საათზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „გირო კრედიტის“ დამფუძნებელსა და მფლობელს გიორგი გუგუმბერიძეს ტელეფონით დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი და უთხრა, რომდანაშაულის გახსნის მიზნით ესაჭიროებოდა ვიდეოფირები „გირო კრედიტის“ ყაზბეგის ფილიალიდან, რის საპასუხოდაც გიორგი გუგუმბერიძემ მას მოსთხოვა წარმოედგინათ მოსამართლის განჩინება ან პროკურორისდადგენილება, რის საფუძველზეც უფლებამოსილი თანამშრომელი მიაწოდებდა ფირებს. 00:03 საათზე მან დაურეკა იმავე პოლიციელს და სთხოვა, განჩინებაში მიეთითებინათ დროის მონაკვეთი, რომლის ჩანაწერისგადაცემასაც მოითხოვდნენ. პოლიციელმა ტელეფონი თავის უფროსს გადასცა, რომელსაც გიორგი გუგუმბერიძემ აუხსნა რომ სახლიდანვე ნახავდა ჩანაწერებს და გააგებინებდა დანაშაულის დროს, რისი განჩინებაშიმითითებაც საქმეს გაუადვილებდათ. პოლიციის უფროსმა უთხრა, რომ თუ კამერების ნახვის შესაძლებლობა სახლიდანვე ქონდა, მაშინ პოლიციის თანამშრომლები მივიდოდნენ მასთან სახლში. აღნიშნულზე მან უპასუხა, რომ სახლში ჰყავდა მცირეწლოვანი შვილები, მეუღლე და სტუმრები, რის გამოც პოლიციელების მისვლა არ იქნებოდა მართებული, თუმცა როგორც კი წარმოადგენდნენ შესაბამის დოკუმენტებს, უზრუნველყოფდა ოფისშიშესაბამისი თანამშრომლების მიყვანას და პოლიციისთვის ვიდეოფირების გადაცემას.

პოლიციელი, რომელიც მას ესაუბრებოდა, გაბრაზდა და ტელეფონი გათიშა. გიორგი გუგუმბერიძემ შეამოწმა ვიდეოჩანაწერები და 00:24 საათზე კვლავ დაურეკა პოლიციელს, გააგებინა, რომ უკვე ნახა პოლიციელებისთვისსაინტერესო ვიდეოჩანაწერი, თუმცა მან უპასუხა, რომ პოლიციელები უკვე გასულები იყვნენ „გირო კრედიტის“ ოფისში. საუბრიდან დაახლოებით 5 წუთში გიორგი გუგუმბერიძის საცხოვრებელ სახლში, ქავთარაძის ქუჩაზე, მივიდა სამი პირი, რომლებმაც უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციიდან და მოითხოვეს კამერების ჩანაწერები. მან კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემდგომ მისი თანამშრომლები „გიროკრედიტის“ ოფისში გადასცემდნენ ჩანაწერებს, ასევე, უკმაყოფილება გამოთქვა პოლიციელების სახლში მისვლასთან დაკავშირებით. მათ უპასუხეს, რომ პოლიციელები იყვნენ და შესაბამისად, რამდენჯერაც მოუნდებოდათ, იმდენჯერ მივიდოდნენ მასთან სახლში. ერთ-ერთმა პოლიციელმა უთხრა, რომ ჩანაწერების ამოსაღებად თუ არ გაყვებოდა, დაამტვრევდა ხელებს და ფეხებს. ამ დროს გამოვიდა გიორგი გუგუმბერიძის მამა და პოლიციელებს მოსთხოვა მუქარის შეწყვეტა და ტერიტორიის დატოვება. პოლიციელები ხუთი წუთით გავიდნენ და ტელეფონით ესაუბრნენ ვინმე „შოთაევიჩს“. ამ პერიოდში, 00:44 საათზე, გიორგი გუგუმბერიძემ დარეკა 112-ში და შეატყობინა აღნიშნული ფაქტის შესახებ. 112-ის თანამშრომლებმა სიმშვიდისკენ მოუწოდეს და დაპირდნენ, რომ გაუშვებდნენ საპატრულო პოლიციას. პარალელურად, მან მისწერა პერსონალურ მონაცემთა დაცვისინსპექტორსაც. დაახლოებით 5 წუთის შემდგომ პოლიციელები ისევ დაბრუნდნენ და ისევ მოითხოვეს ჩანაწერები, თუმცა, გუგუმბერიძემ კვლავ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა მოითხოვა და აუხსნა, რომ ბავშვებინერვიულობდნენ და ტიროდნენ, ასევე, ნერვიულობდა მისი ფეხმძიმე მეუღლეც. პარალელურად, მისი ახლობელი დავით ბოლქვაძე, რომელიც იმყოფებოდა სადარბაზოში, ტელეფონის საშუალებით იწერდა პოლიციელთაქცევას.

ჩანაწერების გადაცემაზე უარის გამო გიორგი გუგუმბერიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გადაიყვანეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს VII განყოფილებაში. გზაში პოლიციის თანამშრომლები მასაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდნენ. პოლიციის შენობაში ის აიყვანეს მეორე სართულზე, პოლიციის უფროსის, დავით ქვარაიას კაბინეტში, სადაც, პოლიციის უფროსის გარდა, იყო 3 პირი, თუმცასაბოლოო ჯამში ოთახში ათამდე პოლიციელი მოგროვდა. პოლიციის უფროსმა თანამშრომლებს უბრძანა ხელბორკილების მოხსნა. გიორგი გუგუმბერიძემ მოითხოვა დაკავების ოქმი და პოლიციის უფროსის სახელი დაგვარი. პოლიციის უფროსმა უთხრა სახელი და გვარი, წამოდგა, მიუახლოვდა და ყვირილი დაუწყო, რომ სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ლომბარდის ხელმძღვანელებივით უნდა ეთანამშრომლა პოლიციასთან დადოკუმენტების გარეშე უნდა გადაეცა ჩანაწერები. პოლიციის უფროსმა ეძახა გაზულუქებული და დაემუქრა ბიზნესის გაუქმებით, ახლობლებისთვის პრობლემების შექმნით, თანამშრომლების დაკავებით და სხვა. ასევე, დაიწყო გინება პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მისამართით და რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი მარცხენა ლოყაში, თან ექაჩებოდა ტანსაცმელზე, კერძოდ პაჟებზე, რომლებსაც პერიოდულად სწევდადა ხელს უშვებდა. ამის მერე მივიდა სამუშაო მაგიდასთან და გაბრაზებულმა სახეში ფურცლები მიაყარა. შემდეგ ისევ მივარდა და შუბლში მუშტი დაარტყა.

საბოლოო ჯამში, პოლიციის უფროსის კაბინეტში დაახლოებით 15 წუთი იმყოფებოდა. შემდგომ გაიყვანეს სხვა ოთახში, სადაც პოლიციის უფროსის მოადგილე ცემით დაემუქრა. იმის გარდა, რომ მიაყენეს ფიზიკური დასიტყვიერი შეურაცხყოფა, დასცინოდნენ და ექცეოდნენ ღირსების შემლახავად.

დაახლოებით ერთ საათში წარუდგინეს ადმინისტრაციული დაკავების ოქმი და მოსთხოვეს მასზე ხელის მოწერა, რაზეც უარი განაცხადა და მოითხოვა ადვოკატთან დაკავშირება, თუმცა პოლიციელებმა განუმარტეს, რომადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, შესაბამისად, არ იყვნენ ვალდებულები, მისთვის ადვოკატთან დარეკვის უფლება მიეცათ. ამის შემდგომ გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორის შენობასთან, სადაცდმი-ში შესვლამდე, დაახლოებით საათ-ნახევარი იმყოფებოდა ავტომობილში.

დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებისას შეამოწმა ექიმმა, რომელმაც დააფიქსირა მის სხეულზე არსებული დაზიანება. დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსების დოკუმენტაციაში მიუთითა, რომჰქონდა პრეტენზია პოლიციელების ქმედებებზე.

2017 წლის 10 იანვარს, დაახლოებით შუადღის 12:00 საათზე, გიორგი გუგუმბერიძე დააბრუნეს პოლიციის იმავე განყოფილებაში, სადაც დაახლოებით 3-4 საათი იმყოფებოდა, ამის შემდეგ კი გადაიყვანეს სასამართლოში. სხდომა დაიწყო დაახლოებით 17:50 საათზე. მხარეთა მოსმენის შემდეგ სასამართლო გადაიდო 23 იანვრის 11:00 საათამდე და ის გაათავისუფლეს სასამართლო დარბაზიდან.

დაზარალებულმა უკვე მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას და უახლოეს საათებში გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს პროკურატურას.

დაზარალებული მოითხოვს გამოძიების დაწყებას იმ პოლიციელების მიმართ, რომელთაც მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, გამოძიება უნდა დაიწყოსსაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის (სსკ-ის 1443 მუხლი), განზრახ უკანონო დაკავებისა ან დაპატიმრების (სსკ-ის 147-ე მუხლი), ასევე პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (სსკ-ის 333-ე მუხლი) სავარაუდო ჩადენის ფაქტზე. აღსანიშნავია რომ გიორგი გუგუმბერიძეს იურიდიულ დახმარებას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა გაუწევს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ დროულად დაიწყოს გამოძიება, ჩაატაროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩეროს ყველა იმ პოლიციელს, რომელიცუშუალოდ მონაწილეობდა აღნიშნულ ფაქტში"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42