“პატარა ბარბარემ შთაგვაგონა შეგვექმნა ფონდი პატარების სიცოცხლის გადასარჩენად”- iPlus-ის დირექტორი
საზოგადოება - 15:05, 11 Jan, 2017     5438
iPlus-ი ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად საქველმოქმედო ფონდს ქმნის. iPlus-ის დირექტორის ლაშა ბანეთიშვილის განცხადებით კომპანიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი პატარების სიცოცხლის გადარჩენას მოხმარდება.

“ერთ-ერთ არხზე გავიდა სიუჟეტი პატარა ბარბარეზე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. საშინელებაა, როდესაც პატარას, რომელიც რამდენიმე ხნის მოვლენილია, უწევს ბრძოლა ისეთ წინააღმდეგობებთან, რომლის მიმართაც ზრდასრული ადამიანებიც უძლურები ვართ. დამთრგუნველია მშობლების, ახლობლების სახეები, განცდები, რომლებიც საკუთარი ნაწილის გადასარჩენად საჭირო ფინანსების შესაგროვებლად გზას და საშველს ეძებენ. სიუჟეტი პატარა ბარბარეზე იმდენად სულისშემძვრელი ამბავი იყო, რომ იმავე დღეს გარკვეული ოდენობის თანხა გადავრიცხეთ ბარბარეს დასახმარებლად. ჩვენს Facebook გვერდზე iClub.ge გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ ყველას შეძლებოდა პატარას გადარჩენა. ყველა გავერთიანდით, გვინდოდა ბარბარეს დავხმარებოდით, რომ ებრძოლა, თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ გამოგვივიდა. ბარბარე ცაშია, თუმცა ამ პატარამ დედამიწაზე ცოტა ხნით მოსვლით სხვების გადარჩენას დაუდო საფუძველი. ბარაბრემ შთაგვაგონა და მოგვცა ბიძგი, რომ ჩამოგვეყალიბებინა ფონდი, რომელიც ბარბარესავით პატარებს დაეხმარება.

ამ ქველმოქმედების შემდეგ გვწერდნენ და გვირეკავდნენ ადამიანები და გვიყვებოდნენ თავიანთი შვილების, მეგობრების შვილების ისტორიებს - ეს იყო ტრაგედია. როდესაც უამრავი ბავშვი იღუპება მხოლოდ იმის გამო, რომ სამედიცინო დახმარების მისაღებად ფინანსებია საჭირო. ჩვენ პატარა ბარბარემ, სხვა პატარების შემზარავმა ისტორიებმა გადაგვაწყვეტინა დაგვეარსებინა iPlus-ის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც გადაარჩენს პატარების სიცოცხლეს. iPlus-ის გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნაწილი ჩაირიცხება ამ ფონდში და მოხმარდება ჩვენთვის ყველაზე ძვირფასის, ბავშვების გადარჩენას.

ჩვენ ვითვალისწინებთ საზოგადოების კითხვებსაც, რომელიც ჩნდება, სოკოებივით მომრავლებული საქველმოქმედო ორგანიზაციების მიმართ და ვაცხადებთ, რომ ნამდვილად გამჭვირვალედ მოხდება ფინანსური დახმარება. ფონდში შესული თითეული თეთრი უმკაცრესად გაკონტროლდება და ჩვენი პატარების გადასარჩენად განკუთვნილ თანხას არავინ გამოიყენებს ნებისმიერი სხვა მიზნისთვის.

მოგმართავთ ყველას, ორგანიზაციებს, მოქალაქეებს შევქმნათ სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაგალითი და თუნდაც მიზერული თანხით ავიღოთ პასუხისმგებლობა, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის პატარები”, - აცხადებს ლაშა ბანეთიშვილი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42