"მოგესალმებით. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, უკიდურესად მძიმეა გიორგის მდგომარეობა. საჩქაროა მისი დახმარება, ყოველ დღეს, წუთს დ წამს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მისი დახმარება კი თითოეული ჩვენთაგანის ხელში და გულისხმიერებაზეა დამოკიდბული.
7 თვის განმავლობაში ჩატარებულმა ქიმოთერაპიებმა და მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო, მდგომარეობა უფრო დამძიმდა. აუცილებელია საზღვარგრეთ გადაყვანა, რაც უზარმაზარ თანხებთანაა დაკავშირებული, რისი საშუალებაც არ გამაჩნია... მას თითოეული ჩვენგანის იმედი აქვს, ის ცდილობს გაუმკლავდეს თავის სენს, მაგრამ ჩვენი დახმარების გარეშე მას ძალიან გაუჭირდება. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, რისი დიდი იმედიც გვაქვს, გადავარჩინოთ ჩემი 23 წლის შვილი, ჩემი გიორგი, ვაჩუქოთ მას სიცოცხლე, რომელიც ასე სწყურია და სჭირდება. ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ, შეუძლებელი არაფერია, ერთად დავამარცხოთ მისი მძიმე სენი.
პატივისცემით თამარ მეგუთნიშვილი".


მასალის გამოყენების პირობები






