რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ სურვილები ახდეს? „რეცეპტს“ ამის შესახებ „ნიუპოსტის“ მკითხველს ნინო სურგულაძე გააცნობს. ძველით ახალი წელიც კარს მოგვდგომია და ნინოს რჩევა აუცილებლად გაითვალისწინეთ.
ნინო სურგულაძე: „ახალ წელს ძირითადად ქვეყნის გარეთ ვხვდები და ძალიან იშვიათად ვარ სახლში.
ბავშვობაში
ბავშვობის ყველა ახალი წელი განსაკუთრებული და ბედნიერი იყო. საყვარელ ადამიანებთან ერთად ვხვდებოდი ყოველთვის. ნაძვის ხეს მე ვრთავდი და ეს პროცესი ძალიან მიხაროდა. ბავშვობაში მჯეროდა, რომ ჯადოსნური სამყარო არსებობდა თავისი კეთილი ფერიებითა და თოვლის ბაბუით.
საჩუქრები
საჩუქრები ყველაზე სასიამოვნო მხარეა და ნაწილი ახალი წლის... საერთოდ მიყვარს საჩუქრების ჩუქება ესეც ერთგვარი სიყვარულია, ყურადღებაა, დასაჩუქარი გულს ათბობს.
მეკვლე
მეკვლეც ვყოფილვარ და ვღელავ ხოლმე რადგან პასუხისმგებლობაა, მაგრამ ვფიქრობ არ მაქვს ცუდი ფეხი.
სურვილები
სურვილების ჩაფიქრება ბავშვობიდან მიყვარს, განსაკუთრებულ და სიმბოლურ ადგილებში
ან განსაკუთრებულ მომენტებში.
სურვილს თუ ჩაუთქვამ ხმამაღლა არ უნდა თქვა, თორემ არ ასრულდება. რა თქმა უნდა ცრურწმენაა, მაგრამ ესეც ლამაზი ზღაპარია.
მასალის გამოყენების პირობები






