ავეჯის სახლი „პანცილიონი“ 2016 წლის საუკეთესო კომპანიად დასახელდა
საზოგადოება - 15:19, 10 Jan, 2017     4242
ერის მოამაგეთა დაჯილდოების ცერემონიაზე, კომპანია „პანცლიონი“ წლის საუკეთესო ავეჯის კომპანიად დასახელდა.

ღონისძიება, რომელიც უკვე 15 წელია ტარდება, მიზნად ისახავს იმ კომპანიების, სახელმწიფო და საგანმანათლებლო სტრუქტურების, ხელოვნების მოღვაწეებისა და მედია-პროექტების გამოვლენას, რომელთაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარების პროცესებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

როგორც დაჯილდოების ორგანიზატორები აცხადებენ, ავეჯის სახლი „პანცილიონი“ მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიაა და საქართველოს მასშტაბით, ამ სფეროში უპირობო ლიდერია.

„წლევანდელ დაჯილდოებაზე, ავეჯის სახლი „პანცილიონი“ წლის საუკეთესო ავეჯის კომპანიად დასახელდა. იგი მართლაც ყველაზე საუკეთესო და მასშტაბური ავეჯის კომპანიაა, რომელიც მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში, საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მსხვილი და წარმატებული მოთამაშეა, როგორც ავეჯის იმპორტის, ისე საქართველოში წარმოების თვალსაზრისით. როგორც ჩვენთვის ცნობილია, 2017 წლიდან “პანცილიონი“ იწყებს პროდუქციის საზღვრებს გარეთ ექსპორტს, კერძოდ, ბელგიაში, რაც იქნება პირველი პრეცენდენტი საქართველოში. რაც შეეხება იმპროტს, მართალია უცხოეთიდან ავეჯი ბევრ კომპანიას შემოაქვს, მაგრამ „პანცილიონის“ მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია ყველაზე მაღალი ხარისხის, ბრენდული და მრავალფეროვანი ევროპული ავეჯი. სწორედ ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე დავაჯილდოვეთ კომპანია “პანცილიონი“, - განაცხადა „გოლდენ არტ ჰოლდინგის“ პროდიუსერმა და დაჯილდოების ორგანიზატორმა ინგა მახარაძემ.

კომპანია „პანცილიონის“ პიარისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსის მარიამ ბანცურის განცხადებით, კომპანიის მესვეურთათვის ასეთი სერიოზული ჯილდოს მიღება ძალიან დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა.

„ძალიან საამაყო და ამავდროულად საპასუხისმგებლოა, როდესაც წლის საუკეთესო კომპანიად გასახელებენ. დიდი მადლობა დაჯილდოების ორგანიზატორებს, მადლობა მათ ვინც გადაწყვიტა რომ ჩვენ ვართ საუკეთესოები... ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს და ჩვენს ერთგულ მომხმარებელს“, - განაცხადა მარიამ ბანცურმა.

კომპანია “პანცილიონი“ 2002 წლიდან არსებობს და ამ ეტაპზე წარმოდგენილია სამი მაღაზიით თბილისში: ჯავახეთის ქ. 69-ში, ერისთავის ქ. 17-ში და აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. შოურუმში წამროდგენილია ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან იმპორტირებული ყველანაირი სახის ავეჯი. გერმანული, ბელგიური, პოლინური, უკრაინული და სხვა ევროპული ნაწარმის გარდა, 2007 წლიდან “პანცილიონში“ შესაძლებელია საქართველოში დამზადებული ავეჯის შეძენაც. რაც მთავარია, ფასები არის საკმაოდ ხელმისაწვდომი და იგი დამოკიდებულია დიზაინზე, მოდელზე, მასალაზე და მწარმოებელ ქვეყანაზე. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია ინდივიდუალური შეკვეთების მიცემაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42