ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე ნიკა გვარამიაზე თავდასხმაში ბრალდებულს, რატი გაჩეჩილაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ საღამოს მიიღო. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
სასამართლოს მიერ რატი გაჩეჩილაძესთან დაკავშიერებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე კითხვის ნიშნები აქვს სამოქალაქო სექტორს.
„ეს დანაშაული ჩადენილია ძალადობით, რაც გაცილებით მაღალ სასჯელს ითვალისწინებს და რაც ყველაზე მთავარია, სასამართლომ მსგავსი მუხლით წაღებული საქმის აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის შემთხვევაში, მხედველობაში უნდა მიეღო და გაეთვალისწინებინა, რომ ბატონი გაჩეჩილაძე არ თვლის, რომ რაც დააშავა, ეს არის პრობლემა. მისი თავისუფლებაში დატოვება, ეს არის პასუხი დანარჩენი საზოგადოებისთვისაც, რომ სასამართლო არ თვლის პრობლემად, რომ მოქალაქე, რომელიც ძალადობს სხვებზე ფიზიკურად, იყოს გარეთ,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






