„აბსოლუტური ტყუილია, რომ რაიმე სახის პროვოცირებას ჰქონდა ადგილი“ - ნიკა გვარამია
საზოგადოება - 18:25, 09 Jan, 2017     4089

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა გაიარა. ექიმის უკვე არსებული დასკვნის მიუხედავად, ექსპერტიზა გამოძიებამ მოითხოვა.

გვარამია აბსოლუტურ ტყუილს უწოდებს რატი გაჩეჩილაძის ადვოკატის განცხადებებს:

„აბსოლუტური ტყუილია, რომ რაიმე სახის პროვოცირებას ჰქონდა ადგილი. ჯერ ერთი, მე საერთოდ არ ვიცნობ რატი გაჩეჩილაძეს, არც შემინიშნავს იქ. ეს აბსოლუტურად სხვა დღე იყო ჩემთვის და გაჩეჩილაძე კი არა, საერთოდ არავინ არ გამხსენებია. ვისთან არის საერთოდ ლევან გაჩეჩილაძე, რომ ოდესმე მახსენდებოდეს მისი არსებობა. ვსაუბრობდით ჩუმად, ნორმალურად და ვსაუბრობდით ჩემს პრობლემაზე, მამაჩემის გარდაცვალებაზე და ა.შ. მეტი რაზე უნდა გვესაუბრა... მე, მართალია, თავდასხმა არ მინახავს, იმიტომ რომ ეს თავდასხმა მოხდა უკნიდან და მიპარვით. მიუხედავად ამისა, მე ვნახე ორი თავდამსხმელი, რომელიც გარბოდა. ამას გარდა, ეს ორი თავდამსხმელი ნახეს ჩემმა ასე ვთქვათ, თანამესუფრეებმა, იქ მყოფმა ჩემმა მეგორბებმა და ნახეს, რომ ორივე იღებდა ამაში მონაწილეობას. მე არავითარი საფუძველი არ მაქვს მათ არ ვენდო. ასე რომ, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ იქ იყო ორი ადამიანი და სახელმწიფო გამოძიებას და ბრალდებას აქვს ვალდებულება, რომ დაადგინოს მეორე ადამიანის ვინაობა,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42