რაგბის სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება
საზოგადოება - 14:05, 09 Jan, 2017     1990
თბილისის მერი დავით ნარმანია გლდანის რაიონში რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. დედაქალაქს 2017 წელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 4 ჰა ტერიტორიაზე განთავსებული რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი ექნება.

სავარჯიშო კომპლექსში ოთხი მოედანი განლაგდება: ერთი ბუნებრივსაფარიანი, ორი ხელოვნური და ერთიც ქვიშის. კომპლექსი სავარჯიშო დარბაზის მშენებლობასაც ითვალისწინებს, რომელიც სპორტული ინვენტარით აღიჭურვება. პროექტის მიხედვით აშენდება 1000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა. სავარჯიშო კომპლექსს ექნება საკუთარი პარკინგის ზონა.

თბილისის მერის განცხადებით, გარდა იმისა, რომ კომპლექსი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტია, ობიექტის კონცეფციაც საინტერესო და ევროსტანდარტების შესაბამისია.

„ეს არის ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ვინაიდან, აქ წელს უნდა გაიმართოს რაგბის მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის თამაშები. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მშენებლობა დავიწყეთ გასულ წელს და ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა დაგეგმილ ვადებში დავასრულოთ. ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაგეგმილი და დაპროექტებული სავარჯიშო კომპლექსი, რომლის სახითაც ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ობიექტი შეემატება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერთან ერთად, მშენებლობის მიმდინარეობას ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე გაეცნენ.

უკვე დასრულდა ტერიტორიის ლანდშაფტური ფორმირება-მოედნის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები და ღობის კედლების მოწყობა. პროექტის ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის და ტრიბუნების მშენებლობა. მომდევნო ეტაპზე მოეწყობა სტადიონების საფარი.

2017 წელს საქართველოში 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრების ნაწილი რაგბის ახალ სტადიონზე გაიმართება.

რაგბის სავარჯიშო კომპლექსს შპს „საბა კონსტრაქშენი“ აშენებს, სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. მშენებლობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 302 500 ლარი დაიხარჯება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42