ზაზა ფაჩულია გულშემატკივრებს მადლობას უხდის.
უკვე მეორე წელია სრულიად საქართველო საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტნისა და Golden State Warriors-ის კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად ერთიანდება, იმისთვის, რომ ზაზამ All Star-ში ითამაშოს.
NBA-მ All Star-ის გამოკითხვის პირველი შუალედური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ზაზა ფაჩულია მეორე ადგილზეა.
„მე არ ვთხოვ არავის ხმა მომცენ, კონცენტრირებული ვარ გუნდზე და თამაშზე. ეს ბუნებრივად ხდება და ისღა დამრჩენია მადლობა გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს. არ მაინტერესებს „ოლ სტარი“ და ცნობადობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა და ის სიყვარული, რომელსაც მე ვგრძნობ. ეს მეუბნება, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებ. არ ვამბობ, რომ იდეალური ვარ, მაგრამ ვცდილობ, ჩემს ქვეყანასა და ხალხს დავეხმარო" - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.
ქართველ გულშემატკივარს ჯერ კიდევ აქვს დრო, მხარი დაუჭიროს ზაზა ფაჩულიას.
ხმის მიცემა შესაძლებელია 24 საათში ერთხელ nba.com/vote გვერდიდან, გუგლის საძიებო გვერდიდან, ტვიტერიდან და რა თქმა უნდა, ფეისბუქიდან. დაპოსტეთ საჯაროდ დღეში ერთხელ #NBAVOTE Zaza Pachulia.
"ყველა ვარსკვლავის" მატჩი 19 თებერვალს, ნიუ ორლეანში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები