საშობაო ალილო გაიმართა დღეს თბილისში. ვარდების მოედნიდან მსვლელობამ სამების საკათედრო ტაძრისკენ გადაინაცვლა, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.
ალილოს მონაწილეები ჯერ რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ შეჩერდნენ, სადაც მათ პარლამენტის პარლამენტარები ტკბილეულით დახვდნენ. მოგვიანებით, თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობასთან შეჩერდნენ, სადაც მათ დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარემ ტკბილეული გადასცა. მონაწილეთა ჯგუფი "კონკადან" საპატრიარქოში შევიდა, სადაც ისინი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა და ალილოსთვის ტკბილეულს გადასცა.
მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლისკენაც გადაინაცვლებენ, სადაც მათ ტკბილეულს პრეზიდენტი გადასცემს და მსვლელობაში მონაწილეებს შობას მიულოცავს. ალილოს მონაწილეებს ტკბილეულსა და საჩუქრებს გზადაგზა მოსახლეობაც გადასცემს.
შემოწირულობებს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მიიტანენ, მოგვიანებით კი, ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადაანაწილებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია, აღდგა.














მასალის გამოყენების პირობები






