"ფანები ზაზა ფაჩულიას ხმას გიჟებივით აძლევენ, თუმცა მისი All Star-ზე მოხვედრის შანსი მცირეა" - WP
სპორტი - 18:06, 06 Jan, 2017     31840
უკვე მეორე წელია სრულიად საქართველო საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტნისა და Golden State Warriors-ის კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად ერთიანდება, იმისთვის, რომ ზაზამ All Star-ში ითამაშოს.


შარშან, საქართველოს ნაკრების კაპიტანს სულ რაღაც 14 000 ხმა დააკლდა.

NBA-მ All Star-ის გამოკითხვის პირველი შუალედური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ზაზა ფაჩულია მეორე ადგილზეა.

ფაჩულიამ აღმოსავლეთ კონფერენციის მაღლებში 439 675 ხმა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა. პირველზე მისივე თანაგუნდელი კევინ დურანტი (541 209 ხმა) გავიდა.

მას ჩამორჩებიან კავაი ლეონარდი (341 240), ენტონი დევისი (318 144) და სხვები.

შუალედურ შედეგებს ქართველი გულშემატკივრები დიდი სიხარულით შეხვდნენ, თუმცა შარშანდელის მსგავსად, მოულოდნელი აღმოჩნდა კალათბურთის უცხოელი გულშემატკივრებისთვის.

თუმცა, ყველაფერი არც ისე მარტივად არის და 24 საათში ერთხელ ხმის მიცემა - #NBAVote Zaza Pachulia საკმარისი არ არის.

Washington Post-მა ზაზა ფაჩულიას ვრცელი სტატია მიუძღვნა. როგორც ჟურნალისტი წერს, მიუხედავად იმისა, რომ „გულშემატკივრები ზაზა ფაჩულიას ხმას გიჟებივით აძლევენ,“ მას „ოლ-სთარზე“ მოხვედრის შანსი თითქმის არ აქვს.

შეგახსენებთ, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს "ყველა ვარსკვლავის" მატჩისთვის მოთამაშეების არჩევის წესი შეიცვალა, რომლის თანახმადაც მათ აირჩევენ გულშემატკივრები(50%) , კალათბურთელები(25%) და მედიის წარმომადგენლებიც(25%).

საქმე იმაშია, რომ მას შემდეგ, რაც ფანების მიერ ხმის მიცემა დასრულდება, კალათბურთელები დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციებში პოზიციების მიხედვით (წინახაზელები და უკანახაზელები), სამ ჯგუფად - ფანების ხმების, მოთამაშეების ხმებისა და მედიის ხმების მიხედვით დალაგდებიან. მათი ქულა კი ამ სამი კომპონენტის საშუალო არითმეტიკულით გამოითვლება. საბოლოოდ კი All Star-ის ძირითადი შემადგენლობა გამოვლინდება (2 უკანახაზელი და 3 წინახაზელი).

მაგალითად, თუკი ფანების ხმის მიცემის თანახმად, დურანტი პირველ ადგილზე გავიდა დასავლეთ კონფერენციაში, მედიის ხმებით მეორე ადგილზე გავა, ხოლო მოთამაშეების ხმებით კი მესამეზე, მისი საშუალო ქულა იქნება 1+1+2+4 = 8 საშუალო არითმეტიკული კი იქნება

8 : 4 = 2

შესაბამისად, „ოლ სთარში“ ითამაშებენ ის მოთამაშეები (2 უკანახაზელი და 3 წინახაზელი), რომლებიც საუკეთესო საბოლოო ქულას მიიღებენ (ანუ ყველაზე დაბალ ქულას.)

როგორც Washington Post-ი წერს, ამ სიტუაციის გათვალისწინებით, ზაზამ გულშემატკივრებისგან რამდენი ხმაც უნდა აიღოს, მედიისა და მოთამაშეების ქულები მის საბოლოო შედეგზე უარყოფითად აისახება, ვინაიდან "ოლ სთარში" მოსახვედრად იბრძვიან მოთამაშეები, რომლებსაც ზაზაზე უკეთესი სტატისტიკა აქვთ და რომლებიც ბევრად უფრო დიდი პოპულარულობით სარგებლობენ მედიაში, ვიდრე ზაზა.

"ვაშინგტონპოსტი" ზაზას ვიდეომიმართვასაც ავრცელებს, სადაც ის ფანებს ინგლისურად მიმართავს. გამოცემა მკითხველს ირონიულად მიმართავს, რომ სცადონ და ამ ვიდეოზე არ გაიცინონ.

თუმცა, ეს მხოლოდ ერთ-ერთი სააგენტოს მოსაზრებაა.

ქართველ გულშემატკივარს ჯერ კიდევ აქვს დრო, მხარი დაუჭიროს ზაზა ფაჩულიას.

ხმის მიცემა შესაძლებელია 24 საათში ერთხელ nba.com/vote გვერდიდან, გუგლის საძიებო გვერდიდან, ტვიტერიდან და რა თქმა უნდა, ფეისბუქიდან. დაპოსტეთ საჯაროდ დღეში ერთხელ #NBAVOTE Zaza Pachulia.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩი 19 თებერვალს, ნიუ ორლეანში გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42