ის უხუცესი მეეზოვეა და თბილისელებთან ერთი თხოვნა აქვს
საზოგადოება - 16:42, 04 Jan, 2017     18415
ალბათ ყველას გინახავთ, როგორია თბილისი გარიჟრაჟზე. ამ დროს დედაქალაქი სეზონის მიუხედავად განსაკუთრებით ლამაზი და თბილია. ბევრისგან მსმენია, რომ ასეთ დროს პატრიოტიზმის მძაფრი განცდაც ეუფლებათ.

დღეს ეს გრძნობა ჩემშიც მოზღვავდა. სახლიდან გამთენისას გამოვედი. დილის ძილს მოკლებული სხეულით მაინც თავდაჯერებული, ამაყი ნაბიჯებით მივაბიჯებდი ჩემს ნაცრისფერ ქალაქში. ის დრო იყო, ავტომობილები აქა-იქ თითო თითოდ რომ მოძრაობდა და ჰაერში ჟანგბადის შემცველობა იგრძნობოდა. მსუბუქად დავეშვი ჩემი ქუჩის დაღმართზე და ჩემ წინ უფრო დიდი სანახაობა გადაიშალა - კორპუსებიდან გადმოყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ჭაობში აღმოვჩნდი. თითქოს აივნებიანი ქალაქის მთელი სამეზობლო ერთ დიდ მარათონში იყო ჩართული და მთელი საახალწლო სუფრის მენიუ გადმოეფანტათ - საამაყოდ.

ძვლები, გოჭის თავის ნარჩენები, პომიდვრის მწნილი, კვერცხის ნაჭუჭები, დალეწილი ბოთლები, პიროტექნიკიდან მონარჩენი ჩინური „ჯოხები“, გამხმარი პურ-ფუნთუშეული და მორჩენილი წვნიანი სადილებიც კი.. ძალიან მომინდა ყველა დამენახა, დამეთვალა აი, განსაკუთრებით ისეთები, ვითომ მტრედებზე მზრუნველი დიასახლისებად რომ მოაქვთ თავი და მთელ ნაგავს გარეთ რომ გვაბერტყავენ თავზე, ან სად გინახავთ ძვლებზე, ხორცსა და ამჟავებულ წვნიანზე დანატრებული მტრედები.

მერე დავიწყე ფიქრი, სად გაწყდა ქართველებში ის დიდი მრავალსაუკუნოვანი ძაფი შინაგანი კულტურისა და ჰიგიენის განცდა რომ ჰქვია.. მოკლედ ძაფი ვერ ვიპოვე, მაგრამ მივედი დასკვნამდე, რომ მხოლოდ მკაცრი კანონი და დიდი ჯარიმებია წამალი - ამ ხალხში საზოგადოებრივი კულტურისა და პატრიოტიზმის გამოსაწვევად. თუმცა იქვე ისიც გამახსენდა, ქალაქში მორბენალმა სადამსჯელო ნარინჯისფერმა „პატრულმაც“ რომ ვერ მიხედა ამ საკითხს. მოგვიანებით სოც.ქსელში ერთი საოცარი ადამიანის გაცრეცილი მწვანე თვალები შემომეფეთა. როგორც აღმოჩნდა, თბილისის ყველაზე უხუცესი მეეზოვე 85 წლის ტაიელ მაისურაძე ყოფილა, რომელსაც აქვს თხოვნა - ნარჩენები ძირს არ დავყაროთ და ამისთვის ნაგვის ყუთი გამოვიყენოთ.

ამბობენ ქართველებს ერთი კარგი ჩვევა გაქვს, გვერდში დგომა გვიყვარს და სოციალურ აქციებში თავით გადაშვებაო, ხო და გაჩნდა იმედი, რომ აქცია #ჩავყაროთნაგავი ვირუსულად მოედოს საზოგადოებას. ამიტომ ამ „ვირუსის“ გავრცელებას როგორც ჟურნალისტმა მინდა, ხელი შევუწყო და გოგა ჩანადირის პოსტს, ამ აქციისა და უხუცესი მეეზოვეს თხოვნის შესახებ უცვლელად გთვაზობთ:

„გაიცანით ტარიელ მაისურაძე. სულ მალე 86 წლის გახდება.

ის თბილისის ყველაზე უხუცესი მეეზოვეა. აქვს დიდი ხნის სტაჟი. უყვარს თბილისი და ხანდაზმულობის მიუხედავად, მაინც გულმოდგინედ მუშაობს, ძირითად გლდანში.

მისი ერთი შვილი - ფრიდონი აფხაზეთის ომში დაიღუპა. მხოლოდ 2016 წელს შეძლო შვილის ნეშტის დატირება, რადგან მანამდე მისი გადმოსვენება ვერ მოხერხდა. ფრიდონს მინიჭებული აქვს ჯილდო მხედრული მამაცობისთვის.

ბატონი ტარიელის თხოვნაა, რომ ნარჩენები ძირს არ დავყაროთ და ამისთვის ნაგვის ყუთი გამოვიყენოთ.

მე აუცილებლად გავითვალისწინებ ტარიელ მაისურაძის თხოვნას, რადგან მის შრომას პატივს ვცემ“

აქცია #ჩავყაროთნაგავი

გრძელდება


ანუშკა ამილახვარი - "Newposts"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42