ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში ახალი მმართველი - მეუფე ლაზარე წარადგინეს
საზოგადოება - 11:07, 04 Jan, 2017     6248
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მეუფე ლაზარე (სამადბეგიშვილი) ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში გუშინ ოფიციალურად წარადგინეს. პარაკლისს ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში წმინდა სინოდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მეუფე ლაზარე ბორჯომში ჩამოსვლამდე ავსტრია-გერმანიის ეპარქიაში მოღვაწეობდა.

„მეუფე ლაზარე გახლავთ დიდი ხნის სასულიერო პირი, 35 წელია რაც ის საქართველოს ეკლესიის წიაღში მოღვაწეობს. მისი გამოცდილება ძალზე დიდია და მას ჩაბარდა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია. დღეს ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რათა მომხდარიყო გადაბარება დროებითი მმართველობიდან მუდმივ მმართველობაში და შვიდმა მღვდელმთავარმა აღვასრულეთ სავედრებელი ლოცვა წმინდა ნიკოლოზისადმი და ღმერთს შევავედრეთ საქართველო, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია, რათა იყოს მშვიდობა , ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და წინსვლა ამ ეპარქიისა“- განაცხადა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ.

აღნიშნულ ეპარქიას 21 წლის მანძილზე მეუფე სერაფიმე მართავდა, მან ეპარქია 2016 წლის გაზაფხულზე დატოვა. შემდეგ კი ეპარქიის დროებითი მმართველები მეუფე თეოდორე და მეუფე ანდრია იყვნენ .

მეუფე ლაზარე ერისკაცობაში – დიმიტრი ნიკოლოზის ძე სამადბეგიშვილი 1955 წლის 20 ივლისს, ქ. თბილისში დაიბადა. ბერად 1997 წელს აღიკვეცა , ეპისკოპოსად კი 2014 წლის ზაფხულში აკურთხეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42