აღნიშნული საკითხი ინტენსიურად განიხილება სოციალურ მედიაშიც. "ნიუპოსტს" აღნიშნულ საკითხზე ინტერნეტმომხმარებელმა ჯაბა ნათენაძემ მიმართა და ინფორმაციის გავრცელება გვთხოვა, რათა პრობლემით შესაბამისი ორგანოები და მედიასაშუალებები დაინტერესდნენ.
ჯაბა ნათენაძის წერილს უცვლელად გთავაზობთ :
"იმედი მაქვს ვინმე დაინტერესდებით Vale/ვალეში არსებულ მდგომარეობაზე, უკვე კვირაა ხალხს წყალი არ აქვს და ვერაფერს დამაიმედებელს ვერ იგებენ, ან ვისგან უნდა გაიგონ უფროსისგან, რომელმაც არაფერი არ იცის და ყველაფერზე მხრებს იჩეჩავს, დიდი ბოდიში, მესმის ცუდი მოსასმენია მაგრამ, ასეთი ხელმძღვანელი უნდა იჯდეს სახლში და უკვე ეს აუცილებელიცაა.
კიდევ ერთი Rustavi 2 თუ ჩემია?! მაშინ მეოცედ რომ ვპოსტავ ამ ამბავს, რატომ არ ინტერესდება, მაინცდამაინც ის ხომ არ ვთქვათ, აქ ნაციონალებს დაუჭირეს მხარი და მაგიტომ არ ააქვთ წყალიო? თუ ასე არაა კეთილი ინებეთ დააგდეეთ ეგ გოჭის ბარკალი და ჩამოდით იმ ხალხთან ვისაც ეუბნებით, თქვენია ეს არხიო. იგივე ეკუთვნის TV Imedi-საც.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა, არც თქვენი პასუხისმგებლობაა აქ ცოტა, მიუყვანეთ ბოლო-ბოლო ეს ტექნიკა და გააჭრევინეთ ის არხი, ვისაც ევალება და ნუ მოერიდებით ბიზნესმენი იქნება თუ დეპუტატი ის ადამიანი ვინც ყოველ სეზონზე ამ პრობლემას უქმნის თქვენს მოსახლეობას.
და ბოლოს სამცხე-ჯავახეთის მხარე თქვენ მაინც მიხედეთ ამ უმოქმედობას.
ერთი მინდა გაიგოთ, მე თქვენს პიროვნულობასთან არ მაქვს პრეტენზია მე მაქვს პრეტენზია თანამდებობებზე, რომლებიც თქვენ გიკავიათ და უმოქმედობაზე, რადგან მანდ ვინ იჯდება ჩემთვის სულ ერთია.
სამხრეთის კარიბჭე / Sknews.ge მეცხრე არხი TV მჯერა თქვენ მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ რა და რატომ ხდება, თუ ვინმე გეტყვით უი მე მაგაზე რა უნდა ვთქვაო მე გიპასუხებთ ყველა კითხვაზე, როგორც ჩვეულებრივი ამ ქალაქში მაცხოვრებელი.
თუ დღესაც არ მოვიდა წყალი მე ვერ დაველოდები ზაფხულის მოსვლას და არხის გალღობას, მოგვიწევს კანონის დონეზე ყველაფრის გარკვევა," - წერს ჯაბა ნათენაძე.
მასალის გამოყენების პირობები






