“არხის ფინანსური პრობლემები, მთლიანობაში ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური პრობლემები, რაც აისახა სარეკლამო ბაზრის ვარდნაში და შესაბამისად ტელევიზიების და სატელევიზიო სივრცეში მოქმედ კომპანიებზე. სამწუხაროდ ფინასური პრობლემების გამო, იძულებულნი ვართ შევაჩეროთ “ხელოვნური სუნთქვა” და დაველოდოთ უკეთეს პერიოდს, როდესაც შესაძლებელი იქნება ამ პროექტის დაფინანსება. სამწუხაროდ ეს სერიალი ჯერ სტარტის ეტაპზეა და პირველი ორი სეზონი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ პროექტი თვითკმარი და კომერციულად გამართლებული გამხდარიყო, სამწუხაროდ დღეს, არც რუსთავი 2-ს და არც “ფორმულა კრეატივს” არ აქვს საშუალება დოტაციური პროექტი აწარმოოს.“- განაცხადა საღინაძემ, მისი თქმით განსხვავებით „ხელოვნური სუნთქვისა“ სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ თვითკმარი პროექტია და აქვს საშუალება შეინახოს საკუთარი თავი, შესაბამისად მას შეწყვეტის საფრთხე არ ემუქრება.
წყარო "პრაიმტაიმი"
მასალის გამოყენების პირობები






