ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის წევრებმა ბოდბისხევის პანსიონატის ხანდაზმულებს შობა-ახალი წელი მიულოცეს
საზოგადოება - 12:15, 01 Jan, 2017     2829
პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, შვილთან ერთად სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში მდებარე პანსიონატს „უზრუნველი სიბერე“ ესტუმრა.

ირაკლი კობახიძემ და დეპუტატებმა პანსიონატის ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და პარლამენტის სახელით პირველადი მოხმარების ნივთები, საკვები პროდუქტები, ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

„დღეს ვესტუმრეთ ბოდბისხევს, მოვიკითხეთ მოხუცები და ძალიან ძვირფას და საყვარელ ადამიანებს მივულოცეთ შობა-ახალი წელი. მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, საქართველოს მოსახლეობას შობა-ახალი წელი და ვუსურვო წარმატებები, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო მომავალ 2017 წელს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ხანდაზმულთა პანსიონატში სტუმრობისას.

ბოდბისხევის პანსიონატში „უზრუნველი სიბერე“, 2013 წელს დაარსდა და დღეისათვის აქ 10 ხანდაზმული ცხოვრობს. პანსიონატის დამფუძნებელმა, ლეილა ბოქოლიშვილმა და ბენეფიციარებმა მადლობა გადაუხადეს პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის წევრებს სტუმრობისთვის და საახალწლო საჩუქრებისთვის.

ბოდბისხევში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის აპარატის უფროსი ანრი ოხანაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42