გოზინაყი დაფნაზე:)))
გინახავთ ასეთი ლამაზი გოზინაყი?
ასე ამზადებდნენ ლანა კალანდიას მეგრელი ბებიები სოხუმში გოზინაყს... სუფრაზე გატანის დიზანიც ბებიეს ეკუთვნით:))) დაფნის ზურმუხტისფერი ფოთლები საოცრად უხდება გოზინაყის ქარვას და როგორც ლანა ამბობს, უკვდავებას ანიჭებს:))))
სერიიდან: ქართული ტრადიიების უვდავება:)))
ეს კი გოზინაყის 100%-იანი რეცეპტი თამრიკო კიკაბიძისგან
1 ჭიქა თაფლზე გვჭირდება 3 ჭიქა ნიგოზი
დავჭრათ ნიგოზი გრძელ,თხელ ფირფიტებად.
მე პირადად არ ვხალავ ნიგოზს,შეგილიათ მოხალოთ და კანი გააცალოთ.
აუცილებლად სქელძირიან ჭურჭელში უნდა მოვამზადოთ
მე თუჯის ქვაბში ვამზადებ
თაფლი ჩაასხით ქვაბში,დაადგით ნელ ცეცხლზე,თან ურიეთ ხის კოვზით.წამოდუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 15 წუთი.
თაფლი რომ არ გამუქდეს და დაგეწვათ რამდენჯერმე გადმოდგით ცეცხლიდან.
მე 3–4 ჯერ ვდგამ
თაფლს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი და აცადეთ სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება,შაქარს რაც უფრო მეტს დაამატებთ უფრო მაგარი გამოვა გოზინაყი,მე არ მიყვარს მაგარი და 1 სუფრის კოვზზე მეტს არ ვუმატებ.თაფლი ფერს რომ შეიცვლის,რამდენიმე წვეთი ცივ წყალში ჩაუშვით,თუ გამკვრივდება ესეიგი შეგვიძლია ჩავამატოთ ნიგოზი,თან მუდმივად მოურიეთ ხის კოვზით.ნიგოზმა თაფლი მთლიანად უნდა შეიწოვოს.კიდევ გააჩერეთ 5 წუთი გოზინაყი ცეცხლზე თან ურიეთ.
შემდეგ გადმოიღეთ წინასწარ მომზადებულ ხის სველ ფიცარზე,სველი ხელით გაასწორეთ შემდეგ გასაბრტყელებელი ჯოხით გააბრტყელეთ 1 სმ.სისქეზე.ცხელი დაჭერით სასურველ ნაჭრებად.
მასალის გამოყენების პირობები