iPlus განვლილ წელს აჯამებს - მადლობა ჟურნალისტებს და მომხმარებლებს, რომლებიც გასულ წელს მძიმე წუთებში გვერდში გვედგნენ
საზოგადოება - 18:07, 31 Dec, 2016     2974

iPlus-ის (iPhone+) ადმინისტრაცია მომხმარებლებს და თანამშრომლებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს და განვლილ წელს აჯამებს.

“iPlus გილოცავთ შობა-ახალ წელს. მადლობას გიხდით ყველა მომხმარებელს ნდობისთვის. 2016 წელს ჩვენი მომსახურებით მილიონამდე ადამიანმა ისარგებლა. მიუხედავად ბრძოლისა, რომელიც 2016 წელს “აიპლიუსს’ ბიზნესის თავისუფლებისთვის მოუწია, პოზიტიურად ვაფასებთ განვლილს და გვჯერა მომავლის.

მადლობას ვუხდით ყველა თანამშრომელს, რომელიც მუხლჩაუხრელად მუშაობდა და ვითარდებოდა. ვამაყობთ, რომ გვყავს გუნდი, რომელიც მუდმივად ახალს ქმნის და გთავაზობთ საუკეთესო მომსახურებას საქართველოში.

2016 წლის განმავლობაში iPlus-ის რეალიზაცია განვლილ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც საბოლოო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების კუთხითაც აისახება.

იყო სამწუხარო და უამრავი საამაყო მოვლენებიც. ვამაყობთ, რომ გვაქვს საუკეთესო ურთიერთობა მედიასთან, ჟურნალისტებთან, რომლებიც 2016 წელს ჩვენთვის მძიმე წუთებში გვერდში გვედგნენ.

შობა-ახალ წელს ვულოცავთ ჩვენს ქართველ და უცხოელ მომხმარებლებს.

2017 წლიდან ვგეგმავთ სიახლეებს, ეტაპობივრად დავნერგავთ ახალ სერვისებს, რაც კიდევ უფრო დახვეწავს ჩვენს მომსახურებას. დაგეგმილი გვაქვს თანამშრომლების ტრენინგები, რაც კიდევ უფრო კომფორტულს გახდის მომხმარებელისთვის ჩვენთან ურთიერთობას.

ჩვენ ვფიქრობთ ყველა იმ მომხმარებელზე, რომლებმაც ჩვენ აგვირჩიეს და იმათზეც, ვინც აგვირჩევენ. კვლავ პოზიტივს და სიყვარულს გაჩუქებთ 2017 წლიდან.

მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენს ფილიალებში წლის ბოლო დღეს ყველაზე გრანდიოზული აქციით შეგიძლიათ ისარგებლოთ.

სიყვარულს და წინსვლას გისურვებთ!

დავბრუნდებით 3 იანვარს”, - ნათქვამია “აიპლიუსის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42