დღესვე შოთა მურღულიამ და კომპანიის დირექტორთან ერთად, სოფელ გულგულას ტერიტორიაზე განთავსებული ნაგავსაყრელის პირველადი საექსპლუატაციო სამუშაობი დაათვალიერეს.
თელავის ნაგავსაყრელის მოწესრიგებისთვის გამოცხადებულია ტენდერი. ტენდერის შედეგად გამარჯვებული კომპანია ნაგავსაყრელზე საკონტროლო-გამშვებ ჯიხურებს განათავსებს, მოაწესრიგებს სანიაღვრე წყალარინების სისტემებს, შემოღობავს ტერიტორიას, დაამონტაჟებს სასწორებს, მოაწყობს სანიტარულ კვანძსა და უსაფრთხოების ფარს. ნაგავსაყრელზე მოხდება სწორი ოპერირება და მაქსიმალური ექსპლუატაცია.
ამჟამად ნაგავსაყრელზე პირველადი საექსპლუატაციო სამუშაოები მიმდინარეობს, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეუფერხებლად განსათავსებლად.
შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია" 2012 წელს შეიქმა, კომპანიის მიზანია ქვეყანაში არსებულ ნაგავსაყრელებზე მდგომარეობის მოწესრიგება და ნარჩენების მართვის სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრა. კომპანიის მართვაშია ქვეყნის მასშტაბით არსებული 56 ნაგასაყრელი.
მასალის გამოყენების პირობები






