საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლევან ფანცულაიამ დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველ სათამაშო დღეს ბრწყინვალედ იასპარეზა.
ლევანმა მეორე ტურში სწრაფ ჭადრაკში, მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე,მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში, მსოფლიოს ჩემპიონი რაპიდსა და ბლიცში, მაგნუს კარლსენი დაამარცხა. თუმცა, არც დანარჩენ პარტიებში ჰყოლია იოლი მეტოქეები.მის მსხვერლპთა შორის არიან:უძლიერესი რუსი დიდოსტატები: დმიტრი იაკოვენკო და ვლადისლავ არტემიევი.
პირველ სათამაშო დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე რაპიდში 5 ტური გაიმართა და მაქიმალური შედეგით ანტონ კორობოვი (უკრაინა)ლიდერობს. ნახევარი ქულით ნაკლები აქვს ლევონ არონიანს(სომხეთი),ხოლომესამე ადგილზე 4 ქულით ლევან ფანცულაია იმყოფება.
ბაადურ ჯობავამ 3 ქულა დააგროვა,გიგა ყუფარაძემ - 2,ხოლო მიხეილ მჭედლიშვილის აქტივში ჯერჯერობით 1,5 ქულაა.
ქალთა ასპარეზობაზე 4 ტური გაიმართა და ქულათა მაქსიმუმით ანა მუზიჩუკი ლიდერობს(უკრაინა). 2,5-2,5 ქულა აქვთ ნინობაციაშვილს და ლელაჯავახიშვილს. ნანა ძაგნიძეს-2ქულა,სოფოგვეტაძეს-1,5ქულა. თუმცა,აღსანიშნავია გვეტაძის მიერ პირველივე ტურში რაპიდში მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკის ვალენტინა გუნინას დამარცხება! 1 ქულა დააგროვა მაკა ფურცელაძემდა 0,5 ქ ულა აქვს მერი არაბიძეს.
მასალის გამოყენების პირობები