ირაკლი რუხაძის განცხადებით „მაესტროს“ საინფორმაციო გამოშვებისა და პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვა არ მოხდება. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ჰოლდინგი ჩამოყალიბდება, კანონის რეგულაციის მიხედვით, მაესტრო და GDS ეთერში პოლიტიკურ შოუებს ვეღარ გაუშვებენ.
რუხაძის თქმით ეს გადაწყვეტიელბა არ არის პოლიტიკური:
„საქართველოს სჭირდება მსხვილი მედიაჰოლდინგები, ჩვენ არ ვუყურებთ იმ კანონს, რომ საინფორმაციოები უნდა გავაუქმოთ, GDS მოგვაქვს როგორც გასართობი არხი, საკადრო ცვლილებები რა თქმა უნდა განხორციელდება, მაგრამ არავითარი წინასწარი გეგმა არ არსებობს. პატარა ტელევიზიები არის წამგებიანი, ამიტომ ჩნდება კითხვა რატომ ინახავენ ასეთ არხებს, ჩნდება აზრი, რომ მოხდეს პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად მისი გამოყენება. არანაირი პოლიტკასთან კავშირი არ აქვს ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ბიზნეს გადაწყვეტილება, ეს არის უაღრესად მომგებიანი და ამას ნახავთ“, - განაცხადა რუხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






