საკვებისმიერი ინტოქსიკაციის თავიდან აცილების მიზნით სეს-ი აგრარულ ბაზრებს ამოწმებს
საზოგადოება - 12:21, 28 Dec, 2016     1992
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარული ბაზრების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობებს ამოწმებს.

სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას და საკვებისმიერი ინტოქსიკაციის თავიდან აცილებას, რისი რისკიც სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებით მატულობს.

2016 წლის იანვრიდან დღემდე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა გეგმური ინსპექტირება საქართველოს 28 აგრარულ ბაზარში, არაგეგმურად შემოწმდა - 2, გადამოწმდა - 50. გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, კანონმდებლობით გათვალისწინებული მითითებები მიეცა ერთ აგრარულ ბაზარს.

2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ტექნიკური რეგლამენტი აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე

სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესთან დაკავშირებით, რომელიც არეგულირებს

სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის პირობებს. რეგლამენტი მომზადდა მოსახლეობისთვის

რისკების შემცირების მიზნით და მომხმარებელთა უფლებების დასაცავად, რაც ითვალისწინებს მისთვის უვნებელი სურსათის მიწოდებას და ცხოველთა გადამდები ინფექციური დაავადებებისაგან დაცვას.

რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას სოფლის

მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42