თიბისი გალერეამ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდის კონცერტს უმასპინძლა
საზოგადოება - 10:42, 28 Dec, 2016     1514
თიბისი გალერეაში, ელისო ბოლქვაძის ფონდ „ლირას“ საახალწლო კონცერტი გაიმართა.

მუსიკალურ საღამოზე ახალგაზრდა პიანისტებმა 11 წლის ბარბარე ჩხაიძემ, 13 წლის ბარბარე თათარაძემ და 13 წლის ილია ლომთათიძემ მსმენელისთვის კლასიკური საფორტეპიანო მუსიკის შედევრები შეასრულეს.

13 წლის ბარბარე თათარაძე ჰოლანდიის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელია. ის ახლახან წარმატებით წარდგა მსმენელის წინაშე ამსტერდამის ცნობილ დარბაზ კონცერტგებოუში. ბარბარეს ლაივ-კონცერტს ხშირად აშუქებს ფრანგული არხი MEZZO, რომელიც მსოლფიოს 45 ქვეყანაში მაუწყებლობს.

13 წლის ილია ლომთათიძემ ასტანის საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილის მფლობელი გახდა. მას მიენიჭა ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულტან ნაზარბაევის პრემიაც. ილია არაერთხელ მიიწვიეს რუსეთსა და საფრანგეთში პრესტიჟულ, საერთაშორისო ფესტივალებზე.

პატარა ვირტუოზები ამჟამად ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში იღებენ მუსიკალურ განათლებას. გარდა ამისა, რეგულარული მასტერკლასების ფორმატში, მიშელ სონის ცნობილ, ინოვაციურ საფორტეპიანო მეთოდს ეუფლებიან საფრანგეთსა და შვეიცარიაში.

ფონდი „ლირა“ 2013 წელს დაარსა ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ.

ფონდის მიზანი ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი პიანისტების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობაა. „ლირა“ აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფონდთან „SOS Talents Michael Sogny’’ (შვეიცარია), ასევე ყოველწლიური ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია. „ლირას“ მხარდაჭერით ვირტუოზმა პიანისტმა ბავშვებმა არაერთხელ მიიღეს მონაწილეობა პრესტიჟულ გალა კონცერტებში საფრანგეთში, შვეიცარიასა და ჰოლანდიაში.

„ლირა“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სამუსიკო სკოლებთან, სადაც ელისო ბოლქვაძე რეგულარულად აწყობს მასტერკლასებსა და შესარჩევ მოსმენებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42